
კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ლევან რატიანთან მკურნალობდა, ამბობს, რომ მისმა დაავადებამ გრიპის მსგავსად ჩაიარა. კომპოზიტორი ამას ვაქცინაციას უკავშირებს.
„როგორც კი დამეუფლა შეგრძნება, სულ მცირე, რომ ჩემი მდგომარეობა კოვიდს უკავშირდებოდა, გავიქეცი კლინიკაში ბატონ ლევანთან, ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო, რადგან ყოველდღე ვუყურებდი ტელევიზორით და გავიქეცი, როგორც შინაურთან და ახლობელთან.
გაიდლაინით რაც არის გათვალისწინებული, ყველაფერი დავიცავით. როგორც მერე მითხრეს, მე ლონგკოვიდი მქონდა და აგრესიულად გადამდები ვიყავი, ამიტომ დიდხანს მომიწია იზოლაციაში ყოფნა. ჩემი შემთხვევა დამძიმებას არ უკავშირდება. ძალიან პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვარ და იმ საღამოსვე წავედი, პროფესიონალების ხელში აღმოვჩნდი.
„ფაიზერით“ ორჯერადად ვიყავი ვაქცინირებული. მეგონა, რომ გავრთულდებოდი ჩემი სხვადასხვა დაავადების გამო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ამას ვუკავშირებ ვაქცინას... თავდაპირველად ვაქცინაციასთან დაკავშირებით მეც ვორჭოფობდი, მაგრამ როდესაც ვნახე, როგორ გაწამდნენ ადამიანები, რამდენი ადამიანი დავკარგეთ... ბევრი აღარ მიფიქრია, წავედი და ავიცერი. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ საკუთრი თავის კი არა, ჩვენი ახლობლების გამო, იმ ადამიანების გამო უნდა ავიცრათ, ვინც გვიყვარს“ - ამბობს კომპოზიტორი.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 VIDEO: როგორ სახლში ცხოვრობს თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან ერთად და როგორია მათი სიყვარულის ისტორია