
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეს დღე კარიერულ და ფინანსურ საკითხებში ვარსკვლავების მხარდაჭერას გპირდებათ. ხელსაყრელი დროა ახალი პროექტს დაწყების, სამსახურის შეცვლისა და მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის. ამოცანა, რომელიც აქამდე დაუძლეველი გეჩვენებოდათ, იმაზე მარტივი აღმოჩნდება, ვიდრე ფიქრობდით. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ არ ჩანს. გაურკვევლობაში ყოფნა და ყოყმანი შესაძლოა თქვენს ყველაზე დიდ შეცდომად იქცეს. სწრაფად და პრინციპულად იმოქმედეთ.
კურო
ამ დღეს მოსალოდნელია ახალი, საინტერესო ნაცნობის გამოჩენა. გზაზე ყურადღებით იყავით — ვარსკვლავები ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაფრთხილებენ. თქვენი ახლო მეგობარი შესაძლოა, ისეთ ინტრიგაში ჩაითრიონ, საიდანაც თქვენი დახმარების გარეშე გამოსვლა გაუჭირდება. ყურადღება მიაქციეთ დაავადების სიმპტომებს და გართულების შემთხვევაში ექიმს მიმართეთ.
ტყუპები
ამ დღეს ფიქრები ისე შორს წაგიყვანთ, რომ უკან დაბრუნება გაგიჭირდებათ. მომავლისკენ რომელი გზით წახვალთ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. დღის პირველ ნახევარში იურიდიული საკითხები სწრაფად და წარმატებით მოგვარდება, მაგრამ ახლობლებთან კონფლიქტები შესაძლოა დიდხანს გაჭიანურდეს. საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება ან გამოცვლა დაუგეგმავ ხარჯებს გამოიწვევს.
კირჩხიბი
ეს დღე სიახლეებითა და სასიამოვნო ემოციებით იქნება სავსე. შეიძლება ისეთ მოვლენებში ჩაერთოთ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად თქვენს პირად ცხოვრებაზე გავლენას მოახდენენ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ, თორემ მალე საკუთარი სიზარმაცის გამო ინანებთ. თუ ვინმე პროფესიულ დახმარებას გთხოვთ, უარი არ უთხრათ — მალე მხარდაჭერა თქვენც დაგჭირდებათ.
ლომი
ყურადღება არ მოადუნოთ - ვარსკვლავები განიშნებენ, როგორ უნდა იმოქმედოთ და რას უნდა ელოდოთ. ენდეთ და უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. თუ დიდი ხანია, დაძაბულ რეჟიმში მუშაობთ, მალე იძულებითი პაუზა გელით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა უფროს ნათესავებს ან ძველ მეგობრებს უნდა ჰკითხოთ. ქალაქგარეთ ხანმოკლე გასვლა და სუფთა ჰაერზე სეირნობა თავს უკეთ გაგრძნობინებთ. თავი შეიკავეთ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებისგან — თქვენს სიმართლეს დრო ისედაც დაამტკიცებს.
ქალწული
ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლოა ძველმა, მივიწყებულმა დაავადებამ თავი შეგახსენოთ. საგანგაშო არაფერია, უბრალოდ მოდუნება და დასვენება გჭირდებათ. კონკურენტების ფონზე აშკარად გამოირჩევით და გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. ახლა მთავარია თქვენი ძლიერი მხარეები დასახული მიზნის მისაღწევად სწორად გამოიყენოთ.
სასწორი
ახალმა ნაცნობობამ შესაძლოა იმედები არ გაგიმართლოთ. იქნებ გარშემომყოფებისგან ზედმეტად ბევრს ითხოვთ? ფინანსურ საკითხებში დახმარება მალე მოვა, თუმცა ყველა პირობაზე ნუ დათანხმდებით — შესაძლოა, ვიღაცას ფარული მოტივები ამოძრავებს. ის, ვის მხარდაჭერაც გჭირდებათ, უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონიათ. დროა შვებულების აღებაზე იფიქროთ - თქვენს ორგანიზმს განტვირთვა სჭირდება.
მორიელი
ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს გამძლეობას გამოცდიან. სწრაფი რეაქცია და პრინციპული მოქმედება მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, ვიღაც თქვენთვის მოცემულ პირობას არ შეასრულებს და ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლე მიიღოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. დახმარებას ნუ დაელოდებით — რთული ვითარებიდან გამოსავალი თავად უნდა იპოვოთ.
მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ულამაზესი ხართ...“ - თაკო საზინა ახალ კადრებს აქვეყნებს
🎥 „დათო საკმაოდ ცელქი ბავშვი იყო, დედა ვერასდროს აჩერებდა...“ - რას ჰყვება თათია კენჭიაშვილი ძმაზე?