როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და საზოგადოებას კონკრეტულ რჩევებს უზიარებს:
🔵 „ძალიან რთული კვირაა... კონფლიქტები, გაუგებრობა, მაღალია ფინანსური დანაკარგების ალბათობა“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
ვერძი
არ უჩივის ენერგეტიკას, არ უჩივის ჯანმრთელობას, აქტიურია, ენერგიულია ენერგოტონუსი მაღალი აქვს. მაგრამ სხვა სახის პრობლემები ჩნდება: ილუზიალური აზრები, რომელიც არასოდეს არ განხორციელდება. პარტნიორების არასანდო მოქმედება, მათ ნერვებს უშლის. ეს ფეიკების პერიოდია, არც ერთ საბუთს ხელი არ უნდა მოაწეროს მანამ, სანამ ყველა მის პუნქტს არ გადახედავს, რადგან შეცდომების დაშვების ალბათობა აქვს მაღალი. იგრძნობს, რომ პარტნიორები არ არიან კოლექტიური მუშაობისთვის მზად, ამიტომ ჯობია გადავიდეს ინდივიდუალურ სამუშაოზე. სხვის იმედზე ნუ იქნება.
კურო
ნელ-ნელა გრძნობს, რომ ენერგოტონუსი მატულობს. რაც ერთი მხრივ კარგია, უფრო შრომის უნარიანი ხდება და მეორე მხრივ, ხელის შემშლელი ფაქტორები, რა არის ახლა ეს - საიდუმლო, რომელიც ჰქონდა. ან საიდუმლო მოქმედებები, შეიძლება აი ახლა გამოაშკარავდეს. რაც მის რეპუტაციას ნეგატიურ დაღს დაასვამს. შეიძლება გახდეს, სერიოზული კონფლიქტების მიზეზი. ამას გარდა შეიძლება მას ჰქონდეს ფინანსური პრობლემები. შეიძლება ძველი ვალების გადახდა დაჭირდეს, ან შეიძლება ისეთ პროექტებში ჩაერთოს, სადაც ფინანსური დანაკარგი ექნება. არავითარი ინვესტიცია. მაქსიმალურად გაუფრთხილდეს ფინანსებს.
ტყუპები
აქტიურია, მდგრადია, ენერგეტიკულად ძლიერია. მაგრამ, მის ირგვლივ შეიძლება ისეთი პარტნიორები გაჩნდნენ, რომლებიც არწმუნებენ, ამა თუ იმ იდეის მართებულობაში. მერე ეს იდეა, საპნის ბუშტივით გასკდება, რაც არ იქნება მართებული. ილუზიებს ნუ აჰყვება და ფაქტებს უნდა დაეყრდნოთ.
კირჩხიბი
ენერგოტონუსი ნელ-ნელა მატულობს. თქვენ გრძნობთ, რომ მზე უახლოვდება თქვენს ნიშანს და მატულობს ენერგიაც, მაგრამ ეს მომდევნო კვირას. რადგან მიმდინარე კვირაში არის მცირე წყალქვეშა დინებები. ამ კვირას შეიძლება მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, ბონუსების სახით, მეორეს მხრივ შეიძლება იყოს ფარული მტრები, ჭორების გააქტიურება. ნუ გადაიღლებით, დაისვენეთ.
ლომი
ენერგიულია, აქტიურია მაგრამ ორმაგი პრობლემა აქვს. ერთი ლომი იქნება, მეცენატური, კეთილშობილური, სხვებისთვის დამხმარე და პოპულარული, მეორე ლომი კი იქნება დიქტატორული, ძალაუფლების მოყვარე. ეს ნიშნები არ ცნობენ ავტორიტეტებს, ამიტომ შეიძლება იყოს დაპირისპირების საფრთხის წინაშე. გაუფრთხილდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. არ იჯირითოს.
ქალწული
აუცილებლად უნდა იყოს თანმიმდევრული, რადგან უამრავი საქმე ექნება გასაკეთებელი, გადაიღლება და ამის შედეგად შეიძლება ქაოსი მოუვიდეს და შეცდომები დაუშვას მის საქმიანობაში. ამან შეიძლება დაძაბოს ურთიერთობა მასა და მის ხელმძღვანელებს შორის.
სასწორი
ენერგოტონუსს იგი არ უჩივის, მაგრამ დეზინფორმაცია მის მოტყუების მცდელობა, არასწორი მოქმედებების და შეცდომების ალბათობა დიდია. ინტრიგების ალბათობა დიდია, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სესხის გამოტანას სთხოვენ, რის შედეგადაც ჩავარდებიან დიდ პრობლემებში. ნუ აჰყვებით სხვის ზეწოლას და სხვის საეჭვო რჩევებს.
მორიელი
ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება. უფრო ენერგიული ხდება, უფრო აქტიური. ყველაფერი კარგია, მაგრამ ჯერ კიდევ პრობლემები აქვს. არანაირ სასამართლო პროცესში არ უნდა ჩაერთოს. ეს იქნება მისთვის წაგებიანი და არავითარი ზედმეტი, სიჯიუტე, სარკაზმი, საქმეების გარჩევა.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს აქვთ სერიოზული კონფლიქტური ტენდენციები პარტნიორებთან. ზოგიერთი პარტნიორი და მისი მოქმედება არაკეთილსინდისიერი, ნერვებს უშლის მას. ვეცადოთ ზედმეტი საქმეები არ გავარჩიოთ, ურთიერთობებიც არ გავარჩიოთ. ფრთხილად გავიაროთ ეს პერიოდი.
თხის რქა
ორგანიზებულია, დისციპლინირებულია, შრომისუნარიანია, შრომისუნარიანობა მატულობს, მაგრამ შეცდომები მისი მოტყუების მცდელობები, დეზინფორმაცია, ინტრიგები საკმაოდ მაღალ დონეზეა. რაც მეტად შეძლებს, რომ არ ჩაერთოს საქმეთა გარჩევაში და სხვის სისუსტეებზე თვალს დახუჭავს, მისთვისვე იქნება კარგი. არანაირი კაპიტალდაბანდება, ამისთვის ეს კვირა არ ვარგა.
მერწყული
არ უჩივის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში იგი შეიძლება, ვალის გადახდის ან ჯარიმის გადახდის აუცილებლობის წინაშე დადგეს. არავითარი სესხის, ვალის აღება, რომლის დაბრუნება შეიძლება გაჭირდეს. მნიშვნელოვანია შვილების და ახლობლების თანადგომა.
თევზები
ამ კვირაში მას აქვს პრობლემა, რა? - ილუზია, ფანტაზია, თვითმოტყუება და შესაბამისად მისი გადაწყვეტილებები არასწორი იქნება. ისეთი ადამიანების გარშემო აღმოჩნდებიან, რომლების მასზე ზეწოლას შეეცდებიან. აქ მოსალოდნელია სხვადასხვა პრობლემები პარტნიორული კუთხით, ასევე არ გადაწყვიტოს მემკვიდრეობითი საკითხები. დელიკატურად იმოქმედოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება