Digest Logo

„რომის პაპი საავადმყოფოში გაურკვეველი ვადით დარჩება...“ - ვატიკანი

18 თებერვალი 9:18
პაპი ფრანციკე

რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოათავსეს, იქ გაურკვეველი ვადით დარჩება. ამის შესახებ ვატიკანის პრესსამსახური უწყება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

88 წლის ფრანცისკეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მას სასუნთქი გზების ინფექცია დაუდგინდა. ახალგაზრდობაში ფრანცისკეს ფილტვის ნაწილი ამოაჭრეს და ამის შემდეგ იგი რესპირატორული დაავადებების მიმართ ძალზე მგრძნობიარეა.

ამის მიუხედავად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომის პაპის მდგომარეობა სტაბილურია და ის საავადმყოფოდან მუშაობის ნაწილის შესრულებასაც კი ახერხებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შავბნელი თემები და მანიპულაციები დაიწყება... მარტის თვეში სერიოზული არაფერი დაგეგმოთ...“ - მარიამ შუკაკიძის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „გამარჯვებით იყვნენ ქართველები“ - პატარა საქართველო ირანის შუაგულში, მოგზაურობა ისტორიულ ფერეიდანში

🎥 „ახალი აღთქმის პერიოდში ღმერთი აღარ არის მდუმარებაში...ჩვენს გულში უნდა იწერებოდეს რა სურს ღმერთს...“ - მამა თეოდორე გიგნაძე