Digest Logo

ვინ არის და რა ქონებას ფლობს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი?

1649072409
ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

დღეს პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, დავით ზალკალიანის შემცვლელი დაასახელა. მისი განცხადებით, ამ თანამდებობას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ილია დარჩიაშვილი დაიკავებს.

დღეს „დაიჯესტი“ გთავაზობთ ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლის შესახებ ინფორმაციას - თუ ვინ არის, რა ქონება აქვს და რა სამუშაო გამოცდილებით მოხვდა ის ამ პოსტზე.

გა­ნათ­ლე­ბა

ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი 1981 წლის 21 თე­ბერ­ვალს, ქა­ლაქ სიღ­ნაღ­ში და­ი­ბა­და. რო­გორც მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ირ­კვე­ვა, 2002 წელს და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სპე­ცი­ა­ლო­ბით ფი­ნან­სე­ბი და სა­ბან­კო საქ­მე, სტა­ტუ­სით: ეკო­ნო­მი­კის ბა­კა­ლავ­რი; 2004 წელს იგი­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სპე­ცი­ა­ლო­ბით სა­ბა­ჟო საქ­მე, მი­ი­ღო ეკო­ნო­მი­კის მა­გის­ტრის წო­დე­ბა; ხოლო 2011 წელს გახ­და გრე­ნობ­ლის ბიზ­ნე­სის სკო­ლის (გრე­ნობ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტის სკო­ლა, საფ­რან­გე­თი) ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მა­გის­ტრი.

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა

2003-2004წწ. მუ­შა­ობ­და ს/ს ბანკ რეს­პუბ­ლი­კა­ში ფი­ნან­სუ­რი კონ­ტრო­ლი­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ოფიც­რად;

2004-2006წწ. ს/ს ბანკ "რეს­პუბ­ლი­კის" ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად;

2006-2012წწ. ს/ს ბანკ "რეს­პუბ­ლი­კის"(ჯგუ­ფი სო­სი­ე­ტე ჟე­ნე­რა­ლე) ფი­ლი­ა­ლის მმარ­თვე­ლი;

2012-2014წწ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში;

2014-2015წწ. სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე;

2015 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი;

2015-2016წწ. სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე;

2016-2017წწ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო და­ვა­ლე­ბა­თა ელჩი;

2017-2021წწ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში

2021 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი.

სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი (2015-2016) და ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდში სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი (2015-2016)

ოჯა­ხი და ქო­ნე­ბა

ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2021 აპ­რილ­ში აქვს შევ­სე­ბუ­ლი, იმ დროს ის უკვე მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სად. დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, მისი მე­უღ­ლე გახ­ლავთ 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნინო ვა­შა­კი­ძე, რო­მე­ლიც "ერი­სი­ო­ნის" ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა. წყვილს 4 შვი­ლის ჰყავს: სოფო, ალექ­სან­დრე, გი­ორ­გი და და­ნი­ე­ლი. მათ­გან სოფო უფ­რო­სია და 15 წლი­საა, ალექ­სან­დრე 12-ის, უმ­ცრო­სი ტყუ­პი - გი­ორ­გი და და­ნი­ე­ლი კი ხვალ, 5 აპ­რილს, 3 - ის გახ­დე­ბი­ან.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლია 2 ბინა თბი­ლის­ში, რო­მელ­თა­გან ერთი 2011 წელს იპო­თე­კით აქვს ნა­ყი­დი და მას­ში გა­და­უ­ხა­დია 73 000 დო­ლა­რი, 2018 წელს კი, ასე­ვე იპო­თე­კით, 48 500 დო­ლა­რად შე­უ­ძე­ნია მე­ო­რე ბინა.

მის სა­ხელ­ზე ასე­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლია არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, რო­მე­ლიც 2011 წელს, ბი­ნას­თან ერ­თად აქვს ნა­ყი­დი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს, დარ­ჩი­აშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე არა­ერ­თი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში იყო გახ­სნი­ლი. მათ­გან რამ­დე­ნი­მე­ზე ირი­ცხე­ბო­და სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბის თან­ხა.

ING Bank მო­თხოვ­ნამ­დე ანა­ბარ­ზე მას ჰქონ­და 11000,56 PLN, ხოლო ამა­ვე ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 1007,85 EUR. "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" სა­დე­ბე­ტო VISA (მულ­ტი სა­ვა­ლუ­ტო) ან­გა­რიშ­ზე კი ირი­ცხე­ბო­და 1843,32 GEL. ამა­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მისი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე რამ­დე­ნი­მე ან­გა­რი­შია გახ­სნი­ლი, მათ­გან მხო­ლოდ ერ­თზეა თან­ხა - 121,6 PLN.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი აქვს ტყუ­პი შვი­ლე­ბის სა­ხელ­ზე გახ­სნი­ლი ან­გა­რი­შე­ბი და ორი­ვე­ზე ირი­ცხე­ბა ერთი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა - 519 დო­ლა­რი.

პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ილია დარ­ჩი­აშ­ვილს 2020 წელს ხელ­ფა­სის სა­ხით აღე­ბუ­ლი აქვს 72732 ევრო. გა­სა­ვალ­ში კი ამა­ვე წელს ნაჩ­ვე­ნე­ბი აქვს ბი­ნის ქი­რა­ში გა­დახ­დი­ლი 24 000 ევრო და ასე­ვე იპო­თე­კუ­რი სეს­ხის და­სა­ფა­რად გა­დახ­დი­ლი 6713,65 ევრო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„10 წლამდე გოგოები არიან გაუპატიურებულები... შიშველი მოკლული ქალები ქუჩებში... აჩვენეთ ყველას, ვინც თვლის, რომ მხოლოდ პუტინია დამნაშავე“ - ნინო ბექაური

🔵„პატარა ბიჭუნა ოლიმპმა მიიღო უსასყიდლოდ... ერთმა ქალბატონმა უსასყიდლოდ დაუთმო ბინა“- ომს გამოქცეული უკრაინელი დედა-შვილის ამბავი

🔵არესტოვიჩსა და კიმის მთავარი კონკურენტი გამოუჩნდა - ვინ არის უკრაინის სუსის პრესსპიკერი არტემ დეხტიარენკო?

🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება

🔵 „შე­ხე­დე, მსოფ­ლიო!!!! ეს არის ვიდეო, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს... “ - რა კადრებს აქვეყნებს უკრაინის პირველი ლედი