
პროექტ „მასტერშეფის“ მონაწილე - მარტა ბარამიძე გადაცემა „ია ფარულავას კონვერტის“ სტუმარი გახლდათ. მან ძალადობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კაცი დედის მეორე ქმარი იყო.
👉„ბიოლოგიურმა დედამ 3 500 მანეთად გამყიდა“ - მარტა ბარამიძის ტრაგიკული ამბავი
„1-ელ კლასში ვიყავი, მამინაცვალმა ფიზიკურად იძალადა... ყოველ დილით მცემდა. ჩემი გამზრდელი დედა პირველი მიდიოდა სახლში მერე ის კაცი. მე მას ვემალებოდი და როცა ისიც გადიოდა სახლიდან მერე ავდიოდი. დედას ვუთხარი, ძალადობს-მეთქი მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა. ალკოჰოლთან პრობლემები არ ჰქონია. მეზობლისგან შარვალი ვითხოვე და ამაზე გაბრაზდა. რატომ ითხოვეო, მე კი ვუთხარი, რომ თუ თავად ჰქონდა სინდისი მას უნდა ეყიდა შარვალი და არავისგან ვითხოვებდი...“ - ამბობს ბარამიძე.