Digest Logo

„ჩემი შვილი რომ დავკრძალეთ, იმ დღეს ჩემი ცოლი დამძიმდა, მე კი წავედი, ნათლობა ჩავატარე...“ - შალვა კეკელია

1638795052
შალვა კეკელია

​დეკანოზმა შალვა კეკელიამ თავისი შვილის გარდაცვალებისა ​და მისი ცხოვრების მძიმე პერიოდზე POSTV-ის გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ ისაუბრა. მამა შალვა თავის გარდაცვლილ შვილს მათი ოჯახის ანგელოზად მიიჩნევს და აცხადებს, რომ გარდაცვლილ შვილთან კავშირი არასდროს გაუწყვიტავს.

„ჩემმა შვილმა რამდენიმე საათი იცხოვრა დედამიწაზე და მერე ღმერთმა ჩაიბარა მისი სული. 3 შვილი დედამიწაზე მყავს, ერთი კი ღმერთთან. ჩემსა და იოანეს შორის არასოდეს ურთიერთობა არ შეწყვეტილა. იოანე ჩვენი ოჯახისთვის მფარველი ანგელოზია. მან ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა. ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ. მეუღლეც ძალიან დამიმძიმდა. მეოთხე საკეისრო კვეთა იყო, დაეწყო სისხლდენა, სამი ლიტრი სისხლი დაკარგა, სიკვდილის პირად დაგვიდგა. ისიც ძლივს გადავარჩინეთ. მთელი ყურადღება მეუღლეზე იყო გადატანილი და ისე მყავდა ბავშვის ცხედარი დატოვებული, ეს მომენტი ძალიან მტკივა. მეუღლესთან ღუდუშაურში როდესაც მივდიოდი, ვიღაცები მოდიოდნენ, ვიღაცას შვილი შეეძინა, ვუღიმოდი, ვულოცავდი. არ იცოდა ჩემი ტკივილის შესახებ არავინ. იონე რომ დავკრძალეთ, იმ დღეს წავედი, ნათლობა ჩავატარე. შეპირებული ვიყავი. მათ არც კი ვაგრძნობინე, რომ რამდენიმე საათის დაკრძალული მყავდა საკუთარი შვილი. მეუღლე რეანიმაციაში მყავდა და უმძიმეს მდგომარეობაში იყო. არ ვიცოდი, გადარჩებოდა თუ არ გადარჩებოდა,“ - ჰყვება მამა შალვა კეკელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„კატასტროფა გარდაუვალია“ – ზურაბ გურული

🔵დღეს მოიმატებს ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა- დღის რჩევა

🔵„სააკაშვილთან ინტიმური კავშირი მხოლოდ ერთ ღამეს მქონდა... მას მოსწონდა მასაჟი რომელსაც კბენით ვაკეთებდი“ - დოქტორი დოტი

🔵„პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს“ - გამყრელიძე

🔵„10-13 წელის ბავშვს თუ თრგუნავს არასასურველი თმის არსებობა, უბრალოდ მოვაშოროთ ის ეპილაციით ან გაპარსვით“ - ზაზა თელია

🔵„ძალიან ცუდი პერიოდი იწყება ... “ - მიხეილ ცაგარელის შემაშფოთებელი პროგნოზი