
ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე.
„გაოგნებული და განადგურებული ვარ. ერთდროულად. მეც და ყველა ბიბლუსელი. ირაკლი გაგნიძე, ადამიანი, ვინც რეალურად შექმნა ეს ბრენდი, Biblusi • ბიბლუსი იმ ფორმით, რაც თქვენ იცით, 42 წლის ასაკში, მოულოდნელი დიაგნოზით, უმძიმესი სენისგან, ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
ირაკლი იყო სრულიად ბრწყინვალე პიროვნება და პროფესიონალი. თავის დროზე, ირაკლი თევდორაშვილთან ერთად, სწორედ მან შემომათავაზა, „ბიბლუსი ჯგუფს" შევერთებოდი და ამ ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ მოვასწარით ერთად. რაც მთავარია - დავმეგობრდით.
უცნაურად დაემთხვა, რომ სწორედ ამ დროს ვწერ წიგნს ონკოპაციენტის ისტორიაზე. ეს წიგნი ირაკლის ხსოვნას მიეძღვნება“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოიმატებს მაგიური თავდასხმების და ჯადოქრების თემა“ - რას გვიმზადებს ლილიტის მორიელში გადასვლა?