Digest Logo

მოკლული 12 წლის მოზარდის ოჯახმა ექსპერტიზის ბიუროს გოგონას გაკვეთის უფლება არ მისცა

1679047595
გოგონას ბაბუა

დიდ დიღომში მოკლული 12 წლის მოზარდის ოჯახმა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გოგონას გაკვეთის უფლება არ მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოზარდის ბაბუამ განუცხადა.

გოგონა საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.

🔵 „გოგო საკუთარი წინდით იყო გაგუდული და სადღაც მივარდნილ ბოსელში დაგდებული“ - ინგა გრიგოლია უმძიმეს ამბავს იხსენებს

„ჩემს დისშვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვეთოთო, გაგიჟდა, ბავშვი არ გამიკვეთოთო, პანიკაშია.

საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა.

ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ.

ტელეფონი სად გაქრა? არ გვიპოვია.

ტელეფონი რომ გვეპოვა, ხომ ჩვენამდე მოვიდოდა. არც კრიმინალებს აქვთ, არც ჩვენ გვაქვს.

გამორთულია“,- აცხადებს მოზარდის ბაბუა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გუშინ საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „90-იან წლებში, როდესაც სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე საკითხი განიხილებოდა, ჩვენი ფრაქცია მოითხოვდა ამ სასჯელის შენარჩუნებას - დღეს, უამრავი ბავშვი ხომ ცოცხალი იქნებოდა“ - რას წერს შალვა ნათელაშვილი

🔵 „ერთმანეთს არ ვინდობთ, ჯერ ცოცხლად ვჭამთ, მერე ვტირით!.. ხომ ხედავთ, აღარ გვშველის ეს ფარისევლური სულიერება“ - მამა პეტრე კვარაცხელია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

🔵 „ამდენმა სიძულვილმა შვა მკვლელები, მანიაკები და ფსიქოპათები! გააძლიერეთ პოლიცია, სანამ ხალხმა ლინჩის წესით დაიწყო გასამართლება!!“ - ხატია სიჭინავა ხელისუფლებას

🔵 „სანამ არ აჯანყდებიან ანგელოზები, სატანად ქცეულ ღმერთთან, სასტიკ მსოფლიოში არაფერი შეიცვლება“ - იუნა შაფათავა