მდივანი თინა „ცისფერი მთებიდან” მსახიობი ნინო თუთბერიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მოულოდნელად ინსულტი განუვითარდა და ბოლო დღეები კლინიკაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე გამოეხმაურა.
„მსახიობი ნინო თუთბერიძეც წავიდა ამ ქვეყნიდან... ნათელი მის სულს... ძალიან დამწყდა გული... “, - წერს ირმა ხარშილაძე.
„პანაშვიდი თბილისში 9 დეკემბერს.10 დეკ. გადასვენება ზესტაფონში.11 დეკ. დაკრძალვა 14:00 სთ.წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში(ძველი პოლიციის მიმდებარე ტერიტორია)“, - წერს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.
ცნობისთვის, გარდაცვლილი ელდარ შენგელაიას კინო-კლასიკით „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავით” გახდა ცნობილი, სადაც ის ვაჟა ზაზაევიჩის მდივნის, თინიკოს როლს ასრულებდა.
ასევე დაგაინტერესებთ👇