Digest Logo

„სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს“ - ომბუდსმენი

1679927934
 იოსელიანი

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, სადაც ომბუდსმენი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს.

🔵 „სასწრაფოდ! ან წარმომადგენელი გაგზავნეთ, ან თქვენ მიდით“ - ნინია კაკაბაძე სახალხო დამცველს მიმართავს

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და იმ თანმდევ მოვლენებს რაც ამ გახმაურებას მოყვა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს – მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემავიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს, ახალისებს მათ მიმართ დისკრიმინაციას და დამატებით სოციალურ ბარიერს უქმნის, რომ მომავალში საკუთარ მძიმე გამოცდილებებზე ისაუბრონ და მიმართონ შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს.

ამავე დროს, სახალხო დამცველს სურს ყურადღება გაამახვილოს ამ მოვლენების მედია გაშუქების საკითხზე. სახალხო დამცველი თემის მნიშვნელობისა და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მედია საშუალებებს მოუწოდებს, რომ პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების, სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს და გაითვალისწინონ საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულება, რომელიც მაუწყებლებს ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა, ეთერში გაჟღერებული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. ამასთანავე, სახალხო დამცველი დაინტერესდება სისხლის სამართლის გამოძიების მსვლელობით, რომელიც, კერძო პირის განცხადებით, ცრუ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.

სახალხო დამცველი ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ დაუშვებელია და მიუღებელია ჟურნალისტთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵  „ამ კვირაში მოაგვარეთ პრობლემები, რადგან მომდევნო კვირა შედარებით მძიმე იქნება“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

🔵  „ფინანსური სიურპრიზების დღეა“ - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მიმდინარე კვირას - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ

🔵  „27 წლის გიორგი მენინგიტით გარდაიცვალა, დარჩა ორსული ცოლი. იმის გამო, რომ გიორგის „გირჩის“ ცნობა ჰქონდა აღებული, შალვა კეკელიამ წესი არ აუგო“ - ბექა ყორშია