დიდ დიღომში მოკლული 12 წლის მოზარდის ცხედრის დათვალიერებისას მას სავარაუდო ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება.
🔵 მოკლული 12 წლის მოზარდის ოჯახმა ექსპერტიზის ბიუროს გოგონას გაკვეთის უფლება არ მისცა
ამის შესახებ ჟურნალისტებს მოზარდის ბაბუამ განუცხადა.
„საღამოს 9 საათი იყო სეირნობდნენ, ერთი ამოვიდა სახლში. მეორე ეს საწყალი, მოვალ ახლავეო უთქვამს, ჩიფსს ჭამდა. აღარ ამოვიდა, 9-იდან 10 ნახევრამდე გაწყდა კავშირი. მოვიდა პოლიცია, სასწრაფო, მერე უკვე დაიწყეს ყვირილი ვიპოვეთ, ვიპოვეთო. გვეგონა ცოცხალია. თურმე უკვე აღარ არის ბავშვი, გაგუდულია რა - ასფიქსია.
ცოტა ჩალურჯება აქვსო ყელთან, დუჟი პირში, შემოხეული აქვს კაბა, კალგოტკები გახეული და რისგან და რატომ არ ვიცით.
არ ვიცი, პატარა მაგას ვერ გააკეთებდა.
მე მგონია ნაცნობი იყო ვიღაცა და ეგ რომ ყოფილიყო უცნობი, შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო დღეს“,- აცხადებს გარდაცვლილის ბაბუა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გუშინ საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გოგონა საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.
ასევე დაგაინტერესებთ: