მეტრო „რუსთაველთან“ ამ წუთებში შშმ პირთა აქცია სლოგანით „სოლიდარობა გვაძლიერებს“ მიმდინარეობს. ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ შშმ პირზე ძალადობას აპროტესტებენ.
როგორც აქციაზე მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, ისინი ითხოვენ დამნაშავე პოლიციელების სათანადოდ დასჯას. ამავდროულად მიმართავენ ხელისუფლებას, რომ შეიქმნას შესაბამისი კანონი, რითაც მათი უფლებების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი.
აქციას შეურთდნენ პოლიტიკური პარტიები „დროა“ და „ხალხისთვის“. აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გამართონ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵18 274 ინფიცირება, 8400 გამოჯანმრთელება, 41 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში
წყარო: fortuna.ge