![ქართველი მაშველი ქართველი მაშველი](https://digest.ge/uploads/files/2023/02/13/35237/qartveli-mashveli_w_h.jpeg)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი მიშო შუბითიძე, რომელიც თურქეთში იმყოფება და მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადამიანებს ეხმარება, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„1 კვირა გავიდა რაც აქ ვართ, რა შემიძლია ვთქვა, ადგილობრივების გასაჭირზე არაფერს ვიტყვი…. მაგრამ საქართველომ და ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ სხვაზე უკეთესები თუ არა ნაკლები არაფრით არ ვართ! ადგილობრივები პირდაპირ გვთხოვდნენ თქვენ მოდით თქვენ დაგვეხმარეთ სხვა არ გვინდაო. საქართველოს როგორც კი გაიგებენ, სიხარულით და იმედით ივსებიან, რადგან ხედავენ რომ თავს არ ვზოგავთ, ასეთები ვართ ქართველები, პატარა ერი დიდი გულით“, – წერს მიშო შუბითიძე სოციალურ ქსელში.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: