Digest Logo

🎥 „არ აქვს მნიშვნელობა როგორია მშობელი, ბრაზდებით მასზე თუ არა, მთელი სამყარო დედაზე დგას“ - გოგა მანიას ემოციური ვიდეომიმართვა

1723109065
გოგა მანია

ეზოტერიკოსი გოგა მანია დედის საფლავიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, უფრო მეტად დააფასონ მშობლები.

როგორც თავად ამბობს, დიდ მანძილს გადის იმისთვის, რომ დედის საფლავზე ვარდები მიიტანოს.

„მინდა გითხრათ, არ აქვს მნიშვნელობა როგორია მშობელი, ბრაზდებით მასზე თუ არა, ზოგადად მთელი სამყარო დედაზე დგას.

ძალიან დიდ გზას გამოვდივარ იმისთვის, რომ ამ საოცარ ადგილზე მოვიდე და ვარდები მოვიტანო.

დააფასეთ მშობლები, მეტად გიყვარდეთ ერთმანეთი“, - ამბობს გოგა მანია.

რამდენიმე თვის წინ „დაიჯესტმა“ გოგა მანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის ბავშვობასა და ოჯახზე საუბრობდა: 

„დავიბადე დასავლეთ საქართველოში და გავიზარდე ერთ ქრისტიანულ ოჯახში. უცნაური ბავშვი ვიყავი, ვსაუბრობდი დიდივით, ვერ გებულობდნენ თანატოლები. მშობლის გარდაცვალებამ დიდი კვალი დაამჩნია ჩემს ცხოვრებას, მაგრამ მშობლის გარდაცვალების შემდეგ, ყველაზე დიდი ტრაგიკული ის იყო, რომ ბავშვები არ მეთამაშებოდნენ და არ მეთამაშებოდნენ იმის გამო, რომ დიდივით ვსაუბრობდი. მე, ბავშვი ვნახულობდი სხვადასხვა ვიბრაციებს და ენერგიებს, და ეს სხვებისთვის დაუჯერებელი იყო. ერთადერთი დედას ესმოდა. ამას ემატება კიდევ ერთი სიმძიმე, ის, რომ რაღაც დროის განმავლობაში ბავშვთა სახლში მომიწია ცხოვრება, ეს აქამდე არსად არ მითქვამს... რამაც, კიდევ ერთხელ გააძნელა, საკუთარი თავის მოძებნა. წარმოიდგინეთ, როცა სამყაროსგან წამოსული ძალები არის და ამას ვერ იღებ, არ გყავს პატრონი, მომლოცველი პიროვნება, ვინც ამ ძალებს მიმართულებას მისცემდა - ამით ხდებოდა ასტრალური სხეულის დაზიანება მაშინ, რამაც დააზიანა ეთერული სხეული, შემდეგ უკვე ფიზიკური სხეული ზიანდებოდა. რა არის ფიზიკური სხეულის დაზიანება გეტყვით: ის, რომ სულ ვავადმყოფობდი, წვრილი ფეხები მქონდა, რაქიტი, კისერს და თავს ვერ ვამაგრებდი, სულ მეძინებოდა. სულ ცუდად ვიყავი. ამას კი ემატებოდა ეპილეფსია, მძიმე ფორმით და შეტევებით, როდესაც ხილვები მქონდა. ეს გრძელდებოდა, მანამ, სანამ მე თვითონ არ ავდექი და არ წავედი საზღვარგარეთ. 17 წლამდე ვიქნებოდი, როდესაც საზღვარგარეთ წავედი, ერთი ადამიანის დახმარებით, რომელმაც გამომზარდა ენერგეტიკულად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ პროფესიას დავეუფლე, არ მინდოდა ეს ძალები მიმეღო. ახლა კი ეზოტერიკოსი ვარ, რასაც წლები დასჭირდა, მე შევძელი და ვიპოვე საკუთარი თავი“.

ასევე დაგაინტერესებთ:

„თითქმის ყველა სოფლის ბიბლიოთეკა, რომელიც ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარეობდა, განვაახლეთ“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

🎥 არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი აგვისტოს ომის უმძიმეს კადრებს აქვეყნებს

„ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ“ - რას წერდა აგვისტოს ომის გმირი?