
მომღერალი ირაკლი ნოზაძე 12 თებერვალს იუბილარი იყო. როგორც ჩანს, მან ძალიან ბევრი ადამიანისგან მიიღო მილოცვები და კეთილი სურვილები. დღეს მომღერალმა, მადლიერების გამოსახატავად სპეციალური პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ჩემო ჩემებო! ძალიან დიდი მადლობა ამ თბილი სიტყვებისა, გრძნობებისა და სიყვარულისათვის. ვიცი, ბანალურად ჟღერს, მაგრამ მართლა ძალიან მაძლიერებთ და მასიყვარულებთ.
თითქმის მთელი მსოფლიოდან მივიღე თქვენი მილოცვები და განუმეორებელი გრძნობაა მართლა!
მოთმინებით დაველოდები შემდეგ 12 თებერვალს!
P.S და კიდევ. ძალიან კარგი ადამიანების დაბ-დღეა 12 თებერვალი. მინდა ყველას მივულოცო და მათი გულის კეთილი სურვილების ასრულება ვუსურვო. მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ !“ - წერს ირაკლი ნოზაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: