Digest Logo

„კორტზე რომ მიასვენეს, დამშვიდობებისას მამამ მარიტას უთხრა...“ - რას იხსენებს მარიტას მეწყვილის დედა

1666173785
მარიტა მეფარიშვილი

13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილს, რომელიც შადრევანში მეგობრების დასახმარებლად, ჩავიდა დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

წარმატებული ჩოგბურთელი გოგონას მეწყვილის დედა „სარკესთან“ იმ დღეს იხსენებს, როდესაც კორტებზე მიასვენეს და უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

„მარიტა ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მხიარული, სიცოცხლით სავსე, არაამბიციური, უბრალო, ენერგიული და საოცრად პოზიტიური გოგონა იყო. ამხელა გამოცდილების მიუხედავად, ძალიან ბავშვური… მამამისს 24 საათი კორტზე ჰყავდა.

კორტზე რომ მიასვენეს, დამშვიდობებისას მამამ მარიტას უთხრა, შვილო, რამდენი შრომა გვაქვს ჩადებული ამ კორტზეო… სკოლის მერე ორივე შვილი მიჰყავდა იქ და ავარჯიშებდა. მარიტას და მასზე ერთი წლით უფროსია. არაჩვეულებრივი მამა-შვილობა ჰქონდათ“, - ამბობს მშობელი „სარკესთან“.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.

ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

18 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 პირი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ 👇

🔵„რა პიარი და ანტიპიარი, თქვე უსისხლოებო, რაებს აკეთებთ? იმ ბავშვს სოციალური ქსელიც აქვს და ყველაფერს კითხულობს, თქვე ავადმყოფებო!“ - კოტე ზარნაძე

🔵„ისევ იქ ვართ, ოთხმოცდაათიანებში. უბრალოდ შადრევნებია განათებული და თან კლავს, ამაშია მხოლოდ განსხვავება... და მაინც, ვინ მოკლა მარიტა?“ - ნანა გეგეჭკორი

🎥 „კახა კალაძეც ერთ-ერთი თავზარდაცემული ჭირისუფალია, მისი ვაჟკაცური ცრემლიც გაჰყვა პატარა მარიტას“ - მარიკა კვალიაშვილი

წყარო: sarkenews.ge