
მსახიობი ქეთი ჩხეიძე უკრაინელებს მიმართავს. ჩხეიძე პირველ რიგში უკრაინელებს ბოდიშის უხდის იმისთვის, რომ უკრაინული არ იცის და იძულებულია, ეს მიმართვა რუსულ ენაზე ჩაწეროს. ვიდეოში უკრაინისა და საქართველოს საერთო პრობლემაზე წერს და მათ თანადგომას უცხადებს.
„ჩვენ ვლოცულობთ და გამუდმებით თქვენზე ვფიქრობთ… სხვანაირად შეუძლებელია. გული გვეგლიჯება უსუსურობისგან. ყველას სურს თქვენ გვერდით ყოფნა, ვიღაცას სიტყვით, ვიღაცას – ფულით, ვიღაცას – იარაღით. ისე, როგორც შეუძლიათ. სამწუხაროდ, თქვენი შესანიშნავი ქვეყანა უკრაინა გახდა პუტინის რუსეთის რეჟიმის მსხვერპლი. ჩვენ არაერთხელ გადავიტანეთ ეს, მაგრამ ის, რაც დღეს თქვენს მიწაზე ხდება, საშინელებაა თავისი მასშტაბითა და მწუხარებით. ამას წინათ ვუყურებდი მარიუპოლის და ლვოვის თეატრების კადრებს. უნებურად გამახსენდა ჩემი თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი. 32 წლის წინ, 9 აპრილს, დილის 4 საათზე, რუსეთი ატარებდა სამხედრო ოპერაციას თბილისში. მაშინაც თეატრმა შეიფარა თავისი თანამოქალაქეები, რომლებიც რუს ჯარისკაცებს ემალებოდნენ… მაშინ, ძირითადად, ქალები დაიღუპნენ, შიშის გამო, ძალაგამოცლილები ვერ გარბოდნენ, მათ ეწეოდნენ…“, - აცხადებს ქეთი ჩხეიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს
🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი
🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი