Digest Logo

„იოსელიანის თაობა რომელ რუსეთს ებრძოდა ჯიხაშკარის ტყეში, ხომ ვერ მეტყვით?! არ გაბედოთ უმცროსი თაობის ლანძღვა“ - მამა პეტრე კვარაცხელია

1678451928
პეტრე კოლხი

მამა პეტრე კვარაცხელია, სოციალურ ქსელში „გენ Z-ი“ თაობის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას წარსული თაობების შეცდომებს ახსენებს, რომლებმაც დღეს ახალი თაობა მწვავედ გააკრიტიკა.

🔵 „სამწუხაროა, რომ სტუდენტების გვერდით არ გვხვდება სასულიერო სემინარია-აკადემიის ახალგაზრდა და პერსპექტიული მღვდლების ხმა“ - მამა ანდრია სარია

როგორც სასულიერო პირი წერს, შვილების თაობის დაუსრულებელი კრიტიკა „დაბერების ბრალია“.

„არ გაბედოთ უმცროსი თაობის ლანძღვა და გინება… საკუთარი თავი გალანძღეთ…

ისინი ჩვენი გაზრდილები არიან და ჩვენში არსებული ხარვეზის მიუხედავად, საუკეთესო თაობა გამოიზარდა… ისე კი, შვილების თაობის დაუსრულებელი კრიტიკა დაბერების ბრალია…

ან რომელი თაობა მოგწონთ?!

ჩამოვთვალო ჩვენი ან კიდევ უფრო უფროსი თაობა საერთოდ რით ერთობოდა?!

ეტყობა არ გახსოვთ… ახლავე შეგახსენებთ…

აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე რომ არაფერი ვთქვათ, რაც ჩვენი მამების თაობის დროს დაიკარგა, სამოქალაქო დაპირისპირებაც დაგავიწყდათ?!

დაგავიწყდათ ხომ, ტყვიებისგან დასეტყვილი ქაშვეთის ეკლესია?! პირველი კლასიკური გიმნაზიის შენობა?!

თითქმის ბოლომდე განადგურებული რუსთაველიც არ გახსენდებათ?!

ნუთუ ასე იმოქმედა, კორონამ რომ ყველაფერი დაგავიწყდათ?!

ისიც არ გახსოვთ, დასავლეთ საქართველო ცეცხლის ალში რომ იყო გახვეული და მხედრიონელებმა წალენჯიხაში სახლები როგორ გადაწვეს!...

არც ის გახსოვთ, ჩვენი ქალაქის ქუჩებში ავტომატებით რომ დარბოდნენ და პირუტყვის მოკვლით რომ ერთობოდნენ…

ისიც არ გახსოვთ, მეცხრე-მეათე კლასელ გოგონებს დღისით, მზისით ქუჩაში ნამუსს როგორ ხდიდნენ…

შეიძლება მცირედი დაგავიწყდეს, მაგრამ ამდენის დავიწყება ადვილია?!

ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ ამ ბავშვების შეცდომები, წაქცეული ურნები და გადატრიალებული ავტომობილი რომ გააპროტესტეთ, ესეც ჩვენი ბრალია…

ჩვენი შვილების თაობას ღრმად სწამს, რომ რუსეთს არ შეეგუება და ამისთვის იდგნენ გულწრფელად ქუჩებში…

იოსელიანის თაობა რომელ რუსეთს ებრძოდა ჯიხაშკარის ტყეში, ხომ ვერ მეტყვით?!

ჰო, ჩვენი მამების თაობამ მოკლა ზვიად გამსახურდია!..

ჰო, ქვეყნის დამაქცევარს გმირი ვუწოდეთ და პანთეონში დავკრძალეთ… ესეც უფროსი თაობის ამბავია…

ისე კი, შინაგანი კულტურის სფეროა, როცა შვილი აშავებს, მშობელი უნდა დაფიქრდეს, მისი ბრალი ხომ არ არის, შვილის ასეთი საქციელი?!“,- წერს მამა პეტრე კვარაცხელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „მოიმატებს ტერაქტების და ავარიების ალბათობაც“ - ვის აფრთხილებს ასტროლოგი რამაზ გიგაური

🔵 „7-9 მარტის მიტინგებმა აჩვენა, რომ სულ სხვანაირი თაობა მოდის - მათთვის საქართველო არ არის სადღეგრძელოები, საქართველო საქმეა“ - გოგა ჩანადირი

🔵 „ქართველმა ახალგაზრდებმა არა მხოლოდ დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია, არამედ პირდაპირ კავშირზე გავიდნენ მსოფლიო პოლიტიკის დემოკრატიულ ელიტასთან“ - ზურაბ გურული

🔵 „ბოდიში არა, მაგრამ მადლობით მინდა დავიწყო, რომ არ დავწვით რუსთაველის თეატრი“ - ქეთი ხიტირი