ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და ემოციურ ამბავზე წერს, რომელსაც იგი შეესწრო.
🔵 როგორია ვაკეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა
„თითქოს არაფერი განსაკუთრებული, - ორი პატარა ქართველი ბიჭი, სავარაუდოდ მეგობრები, სავარაუდოდ სასწავლებლიდან მოდიოდნენ, ან სპორტიდან... რა მნიშვნელობა აქვს....
შორს დაინახეს - ქალბატონი ძაღლების საჭმლის მძიმე ტომარას მიათრევდა, - მისცვივდნენ, გამოართვეს, აქეთ-იქიდან დაუდგნენ და კაი შორ მანძილზე ლიფტამდე მიატანინეს...
მხოლოდ სადარბაზოში შესვლის მომენტის დაფიქსირება მოვასწარი და მათი გამოსვლა სადარბაზოდან.... სახეებს შეხედეთ, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ, თითქოს მათთვის ყოველდღიურობაა სიკეთის კეთება...
თითქოს? თითქოს კი არა - ასეა
- ბიჭებო-თქო, დავუძახე... გამომხედეს - ყოჩაღ! ჯიგრები ხართ ძალიან-თქო!!! მადლობა, რომ იმ ქალს დაეხმარეთ-თქო..... დაიმორცხვეს
არაფერსო ჩუმად გამიღიმეს და გაუდგნენ გზას.... მორიგი სიკეთის გასაკეთებლად....
არც სახელი ვიცი მე მათი, არც გვარი, არც ასაკი და არც ეროვნება.... ერთი ის ვიცი, რომ დიღმის მასივის 1-ლში წავაწყდი შემთხვევით...
ჰოდა... იარონ! იარონ! იარონ - ამინ!!!!!
თუ გინდათ წაიღეთ და გადააზიარეთ სადაც გინდათ, თუ ვინმე იცნობთ ამ ბიჭებს - თქვენც გადაუხადეთ საჯაროდ მადლობა!!! მე ასეთ ბიჭებს ძალიან ბევრს ვიცნობ.
„ჯენზის“ კი არა - ეს, საქართველოს მომავალი თაობაა!“,- წერს ჩუბინიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: