Digest Logo

„მადლობას 100კვ გარემონტებული ბინა მიაყოლეთ და აუცილებლად დაიდგას ამ პიროვნების ძეგლი ვაკის პარკში!“ - რას ითხოვს მედეა ადამია

1666078193
მედეა ადამია და დევი

რეალით შოუ „ჯეობარი 2007“-ის გამარჯვებული მედეა ადამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გმირის დევი მეზურნიშვილის შესახებ წერს.

მისი თქმით, სიცოცხლეშივე სჭირდება ადამიანს დაფასება და მხოლოდ მადლობის თქმა არ კმარა.

„მადლობას 100კვ დასრულებულ-გარემონტებული ბინა მიაყოლეთ ვაკის პარკის მიმდებარედ, ეს არ გაგიჭირდებათ ვიცი. ასეთი დიდი ადამიანები, როგორიც დევი მეზურნიშვილია თითზე ჩამოსათვლელი დაგვრჩა ქვეყანაში… მათ ღირსეულად უნდა ვაფასებდეთ!

უნდა გადაეცეს ამ პიროვნებას სახალხო გმირის ორდენი, ღირსების ორდენი, ყველა ჩინოვნიკის ოქტომბრის თვის ხელფასი პრემია-დანამატებით!! საქართველოს საპატიო მოქალაქის და საპატიო თბილისელის წოდება და ჯილდო!! და აუცილებლად დაიდგას ამ პიროვნების ძეგლი ვაკის პარკში!! სიცოცხლეშივე სჭირდება ადამიანს დაფასება!!! და მხოლოდ მადლობის თქმა არ კმარა!!!“, - წერს მედეა ადამია.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

🔵„მთელი ცხოვრება თქვენი მადლობელი ვიქნები“ - კახა კალაძე დევი მეზურნიშვილს

🔵„მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო...“ - რას წერს ჟურნალისტი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

🔵სად იყო ხარვეზი და რატომ იყო მაღალი ძაბვა იმ სივრცეში, სადაც, წესით, ბავშვები უსაფრთხოდ უნდა თამაშობდნენ