
2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2%-ით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
როგორც ჩანს საშუალო არითმეტიკულით გამოყვანილმა ციფრმა მოქალაქეები აღაშფოთა და ცინიკური დამოკიდებულება ვერ დამალეს თვიურ ხელფასთან დაკავშირებით.
სწორედ ამიტომ ხშირად შეხვდებით კომენტარს - „მეთქი შე აფერსიტო“, რომელიც ერთ-ერთ დამნაშავეს - ვენერა ობოლაშვილს ეკუთვნის. აღნიშნული კომენტარი ნიშნის მოგებას და ვიტარების დაძაბვას ემსახურება.
აგრეთვე, კომენტარებიდან ნათლად ჩანს, რომ მოქალაქეები საქსტატის მიერ დაანგარიშებულ თანხას არარეალურად აღიქვამენ.
„კვარას ხელფასიც მიათვალეს?“
„თქვენ საუბრობთ ორი თვის ან სამითვის ხელფასზე?“
„ალბათ, პარლამენტის წევრებს გულისხმობს“
„ხო...ასეა... ზოგი ხორცს ჭამს ზოგი კომბოსტოს და საშუალოდ ყველა ტოლმას“
„ისემც თქვენ რა გითხარით“
„მეთქი შე აფერისტო“.
ასევე დაგაინტერესებთ: