Digest Logo

„არაფერი არ მტკენია, წამიცაცუნა ხელი...“ - რას ჰყვება გია ჯაჯანიძე პირდაპირ ეთერში მომხდარ ინციდენტზე

1780387958
გია ჯაჯანიძე

საზოგადოებაში აქტუალობას არ კარგავს ამბავი იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედი“. არხიდან წასვლის შესახებ ხაზარაძემ 24 მაისს თავად გაავრცელა ვიდეომიმართვა.  

აღნიშნულ საკითხის შესახებ გადაცემა „სარკასტიკის“ წამყვანებმა ნანიკო ხაზარაძის შემდეგ გია ჯაჯანიძეს დაურეკეს და ამჯერად, მასთან ეცადნენ მიზეზის კიდევ უფრო დეტალურად გარკვევას.

როგორც გია ჯაჯანიძე საუბრობს, ეთერის დასრულების შემდეგ მან ქვეყანა დატოვა, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა, ნანიკოს გადაწყვეტილება კი თავად სოციალური ქსელის საშუალებით გაიგო.

„მართლა უნებლიედ მოხდა ყველაფერი. ერთადერთი მომერიდა იმ ქალის, ახლაც არ ვიცი სახელი რა ჰქვია.

ეთერი დამთავრდა თუ არა გავფრინდი ეგრევე, დაგეგმილი მქონდა. 

წასული ვიყავი და რომ ჩამოვედი უკვე განცხადება გაკეთებული ჰქონდა ნანიკოს სოციალურ ქსელში, მეც იქიდან გავიგე,.

არაფერი არ მტკენია წამიცაცუნა ხელი, მართლა შელაპარაკებაც კი არ გვქონია, ამის შემდეგ დღესაც ვნახე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს და ძალიან მაგარი გოგოა“, - ამბობს გია ჯაჯანიძე. 

ცნობისთვის, რაც შეეხება საზოგადოებაში გავრცელებულ ხმებს, ტელეწამყვანის ტელეკომპანია „იმედიდან“ წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ეთერში, მსოფლიო ვარსკვლავ ორნელა მუტის სტუმრობისას მომხდარი ინციდენტი სახელდება. აღნიშნულ გადაცემაში ნანიკო ხაზარაძემ გია ჯაჯანიძეს, რომელსაც იტალიელი მსახიობის სახელი შეეშალა, შეცდომა იქვე შეუსწორა და თავზე მსუბუქად წამოარტყა ხელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მგრძნობიარეები გავხდებით იმის მიმართ, თუ როგორ გვეუბნებიან და არა იმის მიმართ, თუ რას გვეუბნებიან“ - რამაზ გიგაური მერკურის კირჩხიბში გადასვლაზე

🎥 „ლოცვა, რომელსაც აგზავნი უფალთან, არ იკარგება“: თამუნა ამონაშვილი დედობის შესახებ, როგორც ცხოვრების ახდენილი მთავარი ოცნება

⭕სავსემთვარეობის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა ჩაატაროთ - „დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თქვენი მთავარი მიზანი“