Digest Logo

ირანში ცხოვრება, გაჭირვება, თეატრალურის გამოცდებში ჩაჭრა, რუსთაველის თეატრის დაპყრობა და რობერტ სტურუას რჩეული - ნინო კასრაძის აქამდე უცნობი ამბები

1650018283
ნინო კასრაძე

მსახიობი - ნინო კასრაძე რუსთაველის თეატრის რეჟისორის - რობერტ სტურუას ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია. მას რუსთაველის თეატრში არაერთი გენიალური როლი აქვს შესრულებული. თუმცა ფართო საზოგადოების ყურადღება და ინტერესი სატელევიზიო სივრცეში გამოჩენას მოჰყვა.

ნინო სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ დახვეწილ და ელეგანტურ ქალს, ყოფილ მინისტრ მაკა ანჯაფარიძის როლს ასრულებდა.

არ უყვარს პირადი ცხოვრების გასაჯაროება, არ ერევა პოლიტიკაში და მის სახელს არ უკავშირდება სკანდალები.

მიუხედავად დისტანციისა, არსებობს მისი რამდენიმე, ძალიან მცირე რაოდენობის ტელე თუ პრესისთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც საქმესა და ოჯახზე საუბრობს. სწორედ ამ ინტერვიუების ამონარიდებს გთავაზობთ (ძირითადად, გაზეთ „ცხელი შოკოლადის“ 2005 წლის №4-დან)

ნინო 1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა, ის 52 წლის გახლავთ.

ნინო კასრაძე ტყუპისცალია. მისი და მაკა წამყვანია ერთ-ერთ რადიოში. ფეისბუკზე საკმაოდ აქტიურია, დისგან განსხვავებით. გარეგნულად კი ძალიან ჰგავს ნინოს.

როგორც მაკა ჰყვება ერთ-ერთ ინტერვიუში, ბავშვობის რამდენიმე წელი ირანში გაატარა, სადაც მშობლები სამუშაოდ გაგზავნეს.

„რამდენ ხანს გვკვება იმ შთაბეჭდილებებმა... სილამაზისა და განსხვავებულობის თვალსაზრისით ირანი სამოთხე იყო საბჭოთა კავშირთან შედარებით, თან რეზა ფეხლევისდროინდელი ირანი. საოცარი ქვეყანა იყო, ინგლისელებისა და ამერიკელების ინვესტიციების წყალობით. კარგად არც მახსოვს, მაგრამ მერე და მერე, როცა იმდროინდელ ირანზე ვკითხულობდი, ვცდილობდი, აღმედგინა და უკვე აღარც მახსოვს, ეს მართლა მე ვნახე თუ მერე წავიკითხე. მგონია, რომ ყველაფერი ვნახე. ირანში საცხოვრებლად მშობლების სურვილით არ წავსულვართ, მოდი ახლა ვიცხოვროთ ირანში, შემდეგ ინდოეთში, შემდეგ ამერიკაში... ამის ფუფუნება ჩვენ არ გვქონია, მამა წავიდა სამუშაოდ – მატერიალური მდგომარეობის გამოსასწორებლად. შემდეგ, სკოლას რომ ვამთავრებდით მე და ჩემი და, მამა ავღანეთში გაემგზავრა სამუშაოდ და იქ ინფარქტი დაემართა. წავიდა იმისთვის, რომ ელემენტარულად რაღაც ჩაგვეცვა, დაგვეხურა, ჩემი და მომზადებულიყო საგნებში. გაგიჟებული იყო ყველა, სად წავიდაო, იმ დროს ავღანეთში ომი იყო გაქანებული. საბჭოთა კავშირში ძალიან ძნელი იყო ცხოვრება იმ ადამიანისთვის, ვინც არ იპარავდა”, - ამბობს კასრაძე გამოცემა „პრემიერთან“ საუბრისას.

მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია, მაგრამ უნდოდა, გამორჩეული ყოფილიყო.

სკოლის დამთავრება, თეატრალური ინსტიტუტი, ჩაჭრა პირველივე ტურში. უკან არ დახევა, მეტიც, პროტესტი, ულტიმატუმიც, რომ მხოლოდ მაშინ დანებდება ბედს, თუკი მას თავად შალვა გაწერელია დასდებს წუნს. ის, ვინც ჯგუფს იყვანს. ნახავს გაწერელია - არათუ წუნი, აღფრთოვანება.

„არ ვიცი, რატომ ავირჩიე ეს პროფესია. თუ არ ვცდები, მსახიობობის სურვილი VIII-IX კლასში გამიჩნდა. შეიძლება იმიტომ, რომ სკოლის დროს რაღაც ინგლისურ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, ეს იყო პატარა დღესასწაულები. მიზეზებზე მაშინ არ მიფიქრია. ის კი არა და, წესიერად გაცნობიერებულიც არ მქონია. ამაზე ახლა ვფიქრობ, როცა თითქოს ერთი ეტაპი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში. მგონი, გამიმართლა. ხშირად ხდება, როცა 17 წლისა პროფესიას ირჩევ, მერე 10-15 წლის შემდეგ ზუსტად არც კი იცი, სწორი არჩევანი გააკეთე თუ არა. იშვიათად ამართლებს ხოლმე. ვფიქრობ, ეს ის იყო, რაც მე შემეძლო და რაც გამომივიდოდა“.

თეატრალურის დამთავრების შემდეგ მალევე, 23 წლის იყო, როდესაც რობერტ სტურუას რჩეული გახდა, დიდ სცენაზე პირველი სპექტაკლი „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ ითამაშა. ორი წლის შემდეგ იყო „ლედი მაკბეტი“, „ქალი გველი“, „ჰამლეტი“ და უამრავი სპექტაკლი.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ნინოს ჰყავს ორი შვილი - სალომე და ლუკა, და მეუღლე - ლექსო თოფურია. წლების წინ ხმაურიან თბილისზე უარი თქვა და საცხოვრებლად ოქროყანა აირჩია. თავიდან ეგონა, ვერ გაძლებდა, მაგრამ ახლა ეს ადგილი მისთვის ყველაზე საყვარელია.

„საშინლად მწყდება გული, მაქვს საშინელი არასრულფასოვნების განცდა. ვინც მიცნობს, იცის, რომ გვიან შევქმენი ოჯახი და ამ მოცემულობაში ეს მოვახერხე, რაც მოვახერხე. მგონია, რომ ვერ ვივაჟკაცე. როდესაც ვიგებ, რომ ვინმე მესამე, მეოთხე შვილზეა ფეხმძიმედ, ან ბევრი შვილი ჰყავს, 2 წუთი მჭირდება, თავს რომ მოვერიო, რომ ვუთხრა საკუთარ თავს: ნინო, შენ შეგნებული ადამიანი ხარ, შური აქ უადგილოა, არაა საჭირო...“ - ამბობს მსახიობი გამოცემა „პრემიერთან“ საუბრისას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა