„რა იქნებოდა ნეტავ რა?
შეყვარებულთა ქუჩაზე
უცებ რო გამოედარა...
რა ტკბილია და რა მწარე ზღაპარი სიყვარულისა“ - წერდა კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია.
ამ დიდებული სიტყვების ავტორს როგორი სიყვარულის ისტორია შეიძლება ჰქონოდა? მას მომღერალი - ლუიზა კობალაძე შეუყვარდა, რომელიც თავისივე დაწერილ სიმღერას „ამბავი სიყვარულისას“ მღეროდა.
ჰოდა, სწორედ ასე დაიწყო მათი ამბავი სიყვარულისა.
ლუიზა კობალაძე გადაცემა „„ღამის პრაიმ-თაიმის“ სტუმარი გახლდათ და მეუღლეზე - ალექსანდრე ბასილაია ისაუბრა.
„ხელი ჩუმად მოვაწერეთ, მაშინ ალექსანდრე არასრულწლოვანი იყო და მატჩის ბიუროში საქმე ჩააწყვეს. დედამისმა არ იცოდა ჩვენი ამბავი, რომ გაიგო არ მოეწონა. არ უნდოდა თავისი შვილის ცოლი რომ ვყოფილიყავი.
3 თვის ორსული ვიყავი ბიძამისმა მითხრა, ფოთში წავიდეთ აბორტი უნდა გამეკეთებინა. ამაზე უარი განვაცხადე.
ამ განშორებამ დიდი ტკივილი განმაცდევინა. 10 დღის მერე ალექსანდრე მოვიდა მუხლებზე დაიჩოქა და თქვა, რომ არასდროს მიმატოვებდა, იმის მერე ყველაფერი სხვანაირად განვითარდა.
რომ ამბობენ დრო მკურნალიაო ასე არაა, გულში მაინც სხვანაირი გრძნობა ისადგურებს, დროს მნიშვნელობა არა აქვს“, - ამბობს ლუიზა კობალაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა