
მიშა მესხი - ამ ადამიანს ბევრი თქვენგანი სოფო ბედიას ქმრის სტატუსით იცნობს, რადგან მას ყვითელ პრესაში სწორედ ამ სტატუსით მოიხსენიებენ. ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რომელიც სოფოს გარეშეც არც თუ ისე უინტერესო იყო.
„დაიჯესტი“ დღეს სწორედ მიშა მესხის შესახებ მოგიყვებათ და გიამბობთ, როგორი ქმარი და მამაა ის? რა ტრაგედია მოხდა მის ოჯახში და რატომ გახდა პოლიტპატიმარი.
კარიერა
2020 წლის 22 დეკემბერს, მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი ქართული ოცნებიდან თბილისის საკრებულოს დეპუტატი გახდა. მაშინ მან თბილისის საკრებულოში ბექა დავითულიანი ჩაანაცვლა.
ყოფილი პოლიტმატიმარი
მიშა მესხის სახელს საზოგადოება ჯერ კიდევ იმ დროიდან იცნობს, როდესაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი იყო. მიშა მესხი თანამებრძოლებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თინეიჯერობის ასაკიდან იბრძოდა, რის გამოც არაერთხელ დააკავეს, გაიტაცეს და ქვეყნიდანაც კი დევნიდნენ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისმა საქმიანობამ ქუჩიდან კაბინეტში გადაინაცვლა და ის საკრებულოს დეპუტატების პროპორციულ სიაშიც იყო, კრწანისში მმართველი პარტიის თავმჯდომარეც გახლდათ, თუმცა რამდენიმე წლის წინ პროცესებს მოულოდნელად ჩამოშორდა. მიშა ახლა ძირითად დროს ოჯახს უთმობს.
სოფოს და მიშას სიყვარულის ამბავი
ყოფილი პოლიტპატიმარი, „ქართული ოცნების" წევრი მიშა მესხი და მომღერალი სოფო ბედია ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა ორივეს ცხოვრებაში რთული პერიოდი იყო. მიშა ციხიდან ახალი გამოსული იყო პოლიტპატიმრის სტატუსით, სოფო კი ქმარს გაშორებული და შვილთან ერთად მარტოხელა დედობას ეჩვეოდა. მათი ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა და იქორწინეს.
„ზოგს ჰგონია, რომ ეჭვიანი ქმარი ვარ და ცოლს ამიტომ დავყვები ყველგან. ეს სისულელეა, სოფოს სრულიად ვენდობი. ზოგი ქმარი ამბობს, ცოლს ვენდობიო და დასასვენებლად მარტოს უშვებს, არც კითხულობს. ჩემი აზრით, ასეთებს თავიანთი ცოლების მიმართ ინტერესიც დაკარგული აქვთ. მე ვენდობი და მაინტერესებს კიდეც, სადაც მე ვარ, ჩემი ცოლიც იქ არის და პირიქით...
ჩვენ ასეთი ურთიერთობა გვაქვს: საათი არ გავა, ერთმანეთს არ დავურეკოთ, არ მოვიკითხოთ. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, ვალდებულებაა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ გულიდან მოდის. როცა სოფო ჩემთან არ არის, ან მენატრება, ან მაინტერესებს, რას აკეთებს. თუ რამის საყიდლადაა წასული, ვეხმიანები, თუ რამეს ყიდულობს, ფოტოებს "ვაიბერით" მიგზავნის...“ - ამბობდა მიშა მესხი „სარკესთან.“
ქორწილი
2015 წლის 22 იანვარს სოფო ბედიამ და მიშა მესხმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო, რადგან მრავლად იყვნენ ცნობილი სახეები.
გარდაცვლილი ძმა
ცნობილი წყვილის სოფო ბედიას და მიშა მესხის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. მიშა მესხის ძმა მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა და გარდაიცვალა. ბაჩო მესხი ონკოპაციენტი იყო, ქიმიებს იკეთებდა, გაცივდა და გაციება გადაეზარდა ფილტვების ანთებაში.
სოფო ბედიასა და მიშა მესხის „აჭარულმა კი ინტერნეტსივრცე დაიპყრო, ვიდეო დიდ პოპულარობით სარგებლობს.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს
🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი
🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი
🔵მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება