მთავარია 3 რამე დედამიწაზე: სიყვარული, სიკეთე და სილამაზე - მღერის ვახტანგ ტატიშვილი და ეს სიტყვები ცხოვრებისეულ კრედოდ აქცია.
მისი თქმით, 50-წლიან სიყვარულს ამ 3 ფენომენის გარეშე ვერ შეინარჩუნებდა და ამდენ სიკეთესაც ვერ ნახავდა ცხოვრებაში.
როგორც თავად ამბობს, მეუღლე 8 წლით უმცროსია, მათი ერთად ყოფნა კი მეგობრების - ჯემალ ბაღაშვილისა და თენგიზ ჩხეიძის დამსახურებაა.