Digest Logo

„ყველა უნდა გადავიდეს დისტანციურზე - ომიკრონი არის იმაზე საშიში, ვიდრე ჩანს “ - გიორგი ფხაკაძის საგანგაშო პროგნოზი

1640773527
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ომიკრონს საშიშ და არაპროგნოზირებად შტამს უწოდებს. მისი პროგნოზით, უახლოეს მომავალში ვირუსის, ეს ახალი სახე საქართველოში ბევრ ადამიანს დააინფიცირებს, რომელთა ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდება. 

ფხაკაძის აზრით, გამოსავალი პფაიზერით აქტიურად აცრაში, კოვიდის შეჩერების მიზნით დაწესებული რეკომენდაციების დაცვაში და დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაშია.

„ომიკრონი არის საშიში, უფრო საშიში ვიდრე ეს ჩანს გარედან.

მოტყუებით „იოლი ფორმით გადაიტანა“ არის მოჩვენებით ხასიათის. კოვიდის ომიკრონის ვარიანტი კატასტროფულად სწრაფად ვრცელდება და შესაბამისად უფრო ბევრ ადამიანს დასჭირდება ჟანგბადი და ჰოსპიტალიზაცია.

ქართველი მეზღაპრეების (საქართველოში და საზღვარგარეთ) პროგნოზი ომიკრონთან მიმართებაში ჰგავს ბატონი ცაგარელის, ასტროლოგიური პროგნოზებს. სირცხვილია უბრალოდ როცა ჩემი კოლეგები ასტროლოგებივით იქცევიან რაც არ იცი ჯობია არ ილაპარაკო მოსახლეობისთვის ტყუილი იმედების მიცემა არის ზუსტად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ საქართველოში აღარ ენდობიან ჯანდაცვის სისტემას და არ ენდობიან ვაქცინაციას
ომიკრონი არის საშიში, მარტო გუშინ საფრანგეთში ოფიციალურად დაინფიცირდა 180,000 ადამიანი
პოლონეთში დღეს კოვიდისგან გარდაიცვალა 794 ადამიანი და 600 იყო აუცრელი
ბრიტანეთში დღეს 130,000 დაინფიცირდა.

შეჯამება:

ომიკრონი არის კოვიდი

ომიკრონ გადატანილს ააქვს პოსტკოვიდური პრობლემები ისევ როგორც დელტა ვარიანტის დროს (70% კოვიდ გადატანილებს ააქვთ სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური პრობლემები)

ომიკრონი არის ოდნავ უფრო იოლ ფირმაში (დელტასთან შედარებით) მაგრამ არა ყველასთვის. აცრილებისთვის უფრო იოლ ფორმაშია არ აცრილებში უფრო მძიმე ფირმაში.

ომიკრონის კატასტროფული გავრცელების შედეგად უდიდესი ზეწოლა უკვე არის ჰოსპიტალურ სექტირზე. იქ სადაც მოსახლეობა არის ნაკლებად ვაქცინირებული იქ საავადმყოფოებზე მოთხოვნა იქნება უფრო დიდი და სიკვდილიანობა იქნება უფრო მაღალი.

საქართველო უნდა გადავიდეს დღესვე მხოლოდ პფაიზერის ვაქცინაზე: პირველი დოზა მხოლოდ პფაიზერი; ვინც პირველი დოზა აიცრა სინოვაკით / სინოფარმით მე-2 დოზა უნდა იყოს მხოლოდ პფაიზერი; მე-3 დოზა (ბუსტერი) მხოლოდ პფაიზერი.

საქართველო აქტიურად უნდა იმუშაოს რომ შემოიტანოს დამატებითი დოზები პფაიზერის და ასევე მოდერნას ვაქცინების (ამჟამად მე პირადად მოდერნას ვუწევ რეკომენდაციას განსაკუთრებით ბუსტერისთვის)

საქართველო უნდა განახორციელოს სრული მზაობა საწოლფონდის და ჟანგბადის ყველა რეგიონში კიდევ კოვიდ პასპორტი არის გასაუქმებელი, მან თავისი ფუნქცია დაკარგა და ის უნდა გარდაიქმნას ვაქცინაციის საბუთად. დღეს მხოლოდ ვაქცინირებული ხარ თუ არა პროტოკოლის მიხედვით არის აზრიანი და თუ გადაიტანე ან დაიტესტე ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არანაირი ეფექტი აღარ ააქვს.

სამედიცინო პირბადეების სავალდებულო უნდა იყოს ყველგან და გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმი
დახურილ სივრცეებში კვება/დალევა და ლაპარაკი უნდა იყოს აქ აკრძალული/შემცირებული (მეტრში ნუ ლაპარაკობთ ასე ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობთ). რესტორანში დაშორებით ისხედით პირბადის გარეშე, მაგრამ მაგიდიდან რომ ადგებით უნდა გამოიყენოთ პირბადე.

დისტანცია უნდა იქნეს დაცული ყველგან სადაც ეს შესაძლებელია და ხალხმრავალი შეკრებები უნდა იქნეს მინიმუმამდე დაყვანილი.

ყველა მაქსიმალურად უნდა გადავიდეს დისტანციურზე, ვიყოთ პოზიტიურები და ასევე პრაგმატულები,
არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ჩავკეტოთ ვირუსი“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები

🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე