პედაგოგი ნანა ბეკოშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის პატარა მოსწავლეზე საუბრობს. მისი თქმით, ბავშვმა, რომელსაც დედა აქ ჰყავს მასწავლებელს სთხოვა, რომ დედამისი ყოფილიყო.
„ზარი რომ დაირეკა, მოირბინა ჩემს მაგიდასთან და დედაჩემი იყავიო რა - მთხოვა პატარა ბიჭმა, რომელსაც დედა არ ჰყავს.
კარგი, ვიქნები - მეთქი, იმწამსვე დავპირდი.
ძალიან უბრალოდ, საიდუმლოდ დავდეთ შეთანხმება და ვიგრძენი, რომ საიდანღაც ამოვიდა მზე, დილიდან რომ ველოდი. მაინც, რა სწრაფად ამოვიდა და როგორ უცნაურად გაანათა კლასი. აი, ასე გავხდი ძალიან დედა, ვეებერთელა დედა. ნუ ეყოლება მასწავლებელი, მთავარია ჰყავდეს ის, ვინც საკლასო ოთახში ფეხსაცმლის თასმებს შეუკრავს, თმებზე ხელს გადაუსვამს და ჩასჩურჩულებს : მასწავლებელი გიყურებს, არ იცელქო!", - წერს ნანა ბეკოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ვინც მაგას აკეთებს დაიწვება ჯოჯოხეთის ცეცხლში“ - რას წერს ტორესა მოსი
3 436 ინფიცირება, 4 483 გამოჯანმრთელება, 43 გარდაცვლილი - ეპიდვითარება საქართველოში
(+18) VIDEO: შემზარავი კადრები - როგორ ჩაცხრილეს ანასტასია შატალოვა
VIDEO: „მაპატიონ ქართველებმა, მაგრამ...“ - მოკლული ანასტასია შატალოვას მამის პირველი კომენტარი