ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი, სოციალურ ქსელში მენსტრუალურ ციკლზე პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ის ვინც ამ თემაზე ღლიცინებს, უნდა იცოდეს, რომ საკუთარ დედასა და საკუთარ დაბადებას დასცინის.
„წეღან მეგობრის პოსტი შემხვდა, მენსტრუაციაზე და საფენებზე. რა თქმა უნდა, ატყდა ღლიცინი და მერე ქალებისგან დამუნათებაც - კაცებს ეს თემა ფეხზე ჰკიდიათო. მოგვიანებით პოსტიც წაიშალა.
ბოლო დროს ზედმეტად ღლიცინა ერი გავხდით. ჰოდა რახან ასეა, პირველ ნაბიჯს გადავდგამ დასერიოზულებისკენ. და სტიგმის გატეხვისკენაც და არც პოსტს არ წავშლი. ერთი კაცის კვალობაზე მე ვილაპარაკებ - ბევრს ვილაპარაკებ, რადგან ჯერ ერთი, მენსტრუალური ციკლი სამედიცინო თვალსაზრისით ბევრად ცდება ერთ კონკრეტულ, გინეკოლოგიის სფეროს და ენდოკრინულ, ნერვულ, სისხლძარღვთა და ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანეს სხვა სისტემებში ძირეულ ცვილლებათა გამოწვევაც შეუძლია.
მენსტრუაციას ტოტალური ურთ-ერთი ზემოქმედება აქვს თავის ტვინის ჰემისფეროებთან - ნერვული სისტემის უმაღლეს იარერქიასთან, ისევე როგორც, ზოგადად, ქალის ფსიქო-სომატურ მდგომარეობასთან. ცნობილი ფაქტია, რომ ძლიერი ფიზიკური გადაღლის დროს მენსტრუაცია ყოვნდება, ან ქრება(!) იგივე ხდება ძლიერი სტრესის დროსაც...
სხვათა შორის, ამ მხრივ ღირს, ომის ამენორეაც ვახსენოთ, უკვე საყოველთაოდ დადასტურებული მოვლენა, როდესაც ომის პერიოდში მიღებული სტრესის გამო ქალებს უბრალოდ გაუქრათ მენსტუაცია. თუმცა, სამედიცინო ასპექტები არაფერია იმ დიად საიდუმლოსთან შედარებით, რისი მატარებელიც მენსტრუაციაა, ზოგადად, კაცობრიობის არსებობის წინაშე. მენსტრუაცია უბრალოდ, თვეში მხოლოდ რამდენიმე დღის „დირთი“ გამოვლინება არ გახლავთ (შემზარავი და პრიმიტიული შეფასებაა, გეთანხმებით). თითქმის მთელი ოცდაათი დღის განმავლობაში, ქალის ორგანიზმი მთელი თავისი არსებით, ემზადება დედობისთვის. ოცდაათი დღის განმავლობაში დღიდან - დღემდე , საათობრივად, წუთობრივად, წამობრივად, მის საშვილოსნოში კვერცხუჯრედი მწიფდება და განაყოფიერებას ელოდება. (აქედან იწყება დედობის ტვირთი. ასე მჯერა - შეიძლება ქალს ცხოვრებაში არ ჰყავდეს შვილი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მთელი ცხოვრება ამ ტვირთს ატარებს) და როდესაც მოლოდინით სავსე მთელი ამ დღეების შემდეგ განაყოფიერება არ მოხდება, გადამწიფებული კვერცხუჯრედი ერთბაშად ჩამოიქცევა....
50-100მლ სისხლს კარგავს ამ დროს ქალი. ერთგვარად, საშვილოსნოდან დაწყებული ფისქო-სომატური „დეპრესია“ ხშირად ქალის მთელ ორგანიზმზე ვრცელდება და ფიზიკურ ტკივილებსა თუ ნერვულ აშლილობაში გამოიხატება. გაივლის რამდენიმე დღე და დედობისთვის მზადება ისევ თავიდან იწყება - განაყოფიერებამდე, ან მორიგ „დეპრესიულ“ ჩამოშლამდე. სრულიად გაუზვიადებელი სიმბოლიზმით, ჩემთვის ეს ციკლი კაცობრიობის უწყვეტობის ციკლია. და იმ კაცმა თუ ქალმა, ვინც ამ პერიოდზე ღლიცინებს, უნდა იცოდეს რომ საკუთარ დედასა და საკუთარ დაბადებაზეც ღლიცინებს... ნუ, მშობიარობა რომ ცალკე აღებული უდიადესი მსხვერპლი და საიდუმლოა, ოდესმე ამაზეც ბევრს ვილაპარაკებ.
ამიტომ მჯერა, რომ არა თუ ვიუკადრისოთ, ამის თაობაზე აუცილებლად უნდა ველაპარაკოთ ჩვენს ბიჭებს - დიდებსაც და პატარებსაც. აქედან უნდა დავიწყოთ ახსნა, თუ რატომ უნდა გავაღმერთოთ კაცებმა ქალთა მოდგმა (ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ არა თუ რატომ არ უნდა შევურაცხყოთ, დიახაც, რატომ უნდა გავაღმერთოთ) ასე რომ, არა, ერთი კაცის კვალობაზე ნამდვილად არ მკიდია ფეხზე ეს ამბავი. ჰო, და ჩემი მწირი სამედიცინო ცოდნის გამო თუ რამე შემეშალა, დამზოგეთ, შემისწორეთ, განავრცეთ... რასაც ვფიქრობ და როგორც ვფიქრობ, ეს გითხარით. და მარტო ამ თემაში კი არა, რომ ვუყურებ, რას დავემსგავსეთ, მგონია რომ ყველგან და ყველაფერში, გულწრფელი ლაპარაკის დროა", - წერს გრძელიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე
„ვინც მაგას აკეთებს დაიწვება ჯოჯოხეთის ცეცხლში“ - რას წერს ტორესა მოსი
(+18) VIDEO: შემზარავი კადრები - როგორ ჩაცხრილეს ანასტასია შატალოვა
VIDEO: „მაპატიონ ქართველებმა, მაგრამ...“ - მოკლული ანასტასია შატალოვას მამის პირველი კომენტარი