„გავკადნიერდები და ლოცვით შემოგევედრები ღვთისმშობელო. 40 დღე გადის და ხვალ ჩემი ნიკო ღვთის მოშიში, ერთგული და ღირსეული შვილი ზეცაში სამუდამო სამყოფელს დაიმკვიდრებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გავკადნიერდები და ლოცვით შემოგევედრები ღვთისმშობელო. 40 დღე გადის და ხვალ ჩემი ნიკო ღვთის მოშიში, ერთგული და ღირსეული შვილი ზეცაში სამუდამო სამყოფელს დაიმკვიდრებს. შეიფარე მისი შეურყვნელი სული, უწინმძღვრე და მოუშუშე ნაიარები, სითბო და მფარველობა არ მოაკლო, 22 წელი სიყვარულსა და სითბოში გაზრდილ შვილს მხოლოდ ღმერთის, ადამიანებისა და სამშობლოს სიყვარულს, თანადგომას და მეგობრობას ვასწავლიდით. რას წარმოვიდგენდით, რომ ასეთი ნიკო ეშმაკის მიერ დაბრმავებული, დამონებული, წაქეზებული, სისასტიკეს, ბოროტებას და შურს დამორჩილებული ადამიანების მსხვერპლი გახდებოდა.
მკვლელების ნაცვლადაც ვლოცულობ და შემოგვედრებთ, გთხოვ სინანული მიმადლე, იმ საბრალო, ბოროტებით დაბრმავებულ ადამიანებს, სინანული მიმადლე მათ დედებს, რომლებმაც შვილებს სიყვარული ვერ ასწავლეს.
სამძიმარს ვუცხადებ, ჩემი შვილის მკვლელობაში რაიმე ფორმით მონაწილე ოჯახებსაც, ვწუხვარ, ნამდვილად ვწუხვარ, რომ თქვენი გულებიდან სიკეთე, სიყვარული განდევნეთ! თქვენი განმსჯელი ამქვეყნად კანონი და ზეცაში ღმერთია! ნიკო, შენი მშობლები მარადიული ცხოვრებისთვის ვემზადებით! ახლა შენ გვასწავლი და გვზრდი, ჩემო ანგელოზო, რადგან ისევ გავხდეთ შენთან შეხვედრის ღირსი!”, – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე
„ვინც მაგას აკეთებს დაიწვება ჯოჯოხეთის ცეცხლში“ - რას წერს ტორესა მოსი
3 436 ინფიცირება, 4 483 გამოჯანმრთელება, 43 გარდაცვლილი - ეპიდვითარება საქართველოში
(+18) VIDEO: შემზარავი კადრები - როგორ ჩაცხრილეს ანასტასია შატალოვა
VIDEO: „მაპატიონ ქართველებმა, მაგრამ...“ - მოკლული ანასტასია შატალოვას მამის პირველი კომენტარი