Digest Logo

„შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე

1635065346
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე Digest.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ვაქცინაცია ნოემბრიდან შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. 

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორს ეტყობა, ამიტომ აუცილებელია ვაქცინაცია.

დღევანდელი მონაცემებით საიმედო პროგნოზი არ არის. ზეწოლა უკვე ჯანდაცვის სექტორს ეტყობა. იზრდება სტაციონარში ავადმყოფთა რაოდენობა, ასევე, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა.

გასული კვირის განმავლობაში ბევრ სოფელში ვიყავი და რომ გითხრათ, დამყოლობა კარგია, მოვიტყუები. 2 ანტივაქსერული მოძრაობა ორ ადგილზე პირდაპირ დაგვხვდა, ხელჩართულ ბრძოლაში გადადის მათი ქცევა.

მთავარი ბარიერი არის ალბათ ის, რომ ვაკლებთ კომუნიკაციას მოსახლეობასთან. მარტო კომუნიკაციითაც ვეღარ გავაძლიერებთ ვაქცინაციას. თვითონ გვეუბნება მოსახლეობა, რომ თუ შემოიტანთ სავალდებულო ვაქცინაციას, ავიცრებით, ისე არ მინდა აცრა. მესმის, რთული გადასაწყვეტია სავალდებულოს პრინციპების შემოტანა აცრების კამპანიაში, მაგრამ, ალბათ მოგვიწევს, სხვა გამოსავალს უკვე ვეღარ ვხედავ, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი მანდატურიზმი, ვფიქრობ, რომ აუცილებელი გახდება ნოემბერში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ 👇

„ზარი რომ დაირეკა, მოირბინა და დედაჩემი იყავიო - მთხოვა პატარა ბიჭმა, რომელსაც დედა არ ჰყავს“ - პედაგოგის ემოციური წერილი

„მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს მძიმე“ - თენგიზ ცერცვაძე

„ვინც მაგას აკეთებს დაიწვება ჯოჯოხეთის ცეცხლში“ - რას წერს ტორესა მოსი

3 436 ინფიცირება, 4 483 გამოჯანმრთელება, 43 გარდაცვლილი - ეპიდვითარება საქართველოში

(+18) VIDEO: შემზარავი კადრები - როგორ ჩაცხრილეს ანასტასია შატალოვა

VIDEO: „მაპატიონ ქართველებმა, მაგრამ...“ - მოკლული ანასტასია შატალოვას მამის პირველი კომენტარი

VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბარა გახსნა...“ - ახალი დეტალები ანასტასია შატალოვას მკვლელობაზე

„ზუსტად 6 დღეა მშიერი ვარ. მათხოვარივით დარჩენილი ქუ