Digest Logo

„დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სიტყვა, ამიტომ ნუ დაიშურებთ კომპლიმენტებს და ქათინაურს“ - ცაგარელის რჩევა

1644901151
ცაგარელი

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 10 მარტამდე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, გონებამახვილობას და კომუნიკაბელურობას, ინტუიციას და არასტანდარტულად აზროვნების უნარს, თავისუფლებისა და თანასწორობის მოთხოვნილებას,  მეორეს მხრივ, სიჯიუტეს, სიზარმაცეს და სულსწრაფობას გააძლიერებს.

დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სიტყვა, ამიტომ ნუ დაიშურებთ გარშემომყოფებისთვის კომპლიმენტებს, ქათინაურს და კეთილ სიტყვას.

აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ ცდუნებას, რათა არ დაუშვათ შეცდომა და არ გადაუხვიოთ ერთხელ არჩეული გზიდან.

პარტნიორული ურთიერთობა – მოიმატეს ბრაზი და ეჭვიანობა, უყურადღებობა, ეგოიზმი და ზედაპირულობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო ოპერაციები და ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ნერვიულობას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი, ყავისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ დროს ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილი ჩათქმაც კი შეგიძლიათ“ - ხათუნა ნოელის რჩევა ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებით

🔵„ავიღებთ 6 ფურცელს, 1 კალამს და ერთი და იგივე სურვილს დავწერთ...“ - 22.02.2022-ში ამ რიტუალით ოცნებებს აიხდენთ

🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

🔵ვინ იყო ვალენტინი? - განკვეთილმა ბერმა ჰომოსექსუალ წყვილს ჯვარი დასწერა

🔵„ნუ გვექნება დიდი იმედი, რომ მარტ-აპრილში პანდემია დასრულდება“ - ივანე ჩხაიძე