შესაძლოა, შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი ქალი მამაკაცებისთვის ერთგვარ ანდამატს წარმოადგენს.
ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ მამაკაცები უპირატესობას ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელ ქალებს უფრო ანიჭებენ ექსპერტები გამოყოფენ ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს, რომელთა წარმომადგენელი ქალები მუდამ მამაკაცების ყურადღების ცენტრში არიან მოქცეული, როგორც წესი, ჰყავთ უამრავი თაყვანისმცემელი. მათში არის რაღაც ისეთი, რაც მამაკაცებს იზიდავს. რომელი ნიშნების წარმომადგენლები არიან ეს ქალები ძირითადად? გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.
ტყუპი ზოდიაქოს ყველაზე კომუნიკაბელური ნიშანია. ტყუპი ქალები ძალზე მომხიბლავი არიან, რადგან მათთან საერთო ენის გამონახვა იოლია. მამაკაცები კი აღმერთებენ, როცა არ არის აუცილებლობა გოგონას პროვოცირება გულახდილ და სასიამოვნო საუბარზე. ტყუპი ქალის შეყვარება ძალზე ადვილია, რადგან მის გვერდით კაცი თავს ძალიან თავისუფლად გრძნობს. ისინი არ ერიდებიან გრძნობების გამომჟღავნებას, არიან კეთილმოსურნე, აფასებენ სითბოს. შეუძლიათ კატა-თაგვობანას თამაში, მაგრამ კაცების „გადაგდება" არ უყვართ. ამასთან იუმორის მშვენიერი გრძნობა აქვს.
ლომი
ლომები ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე ქალები არიან პლანეტაზე. თავისუფლად შეიძლება, რომ მათ ყველაზე ვნებიანი ვუწოდოთ, რადგან არავინ ისე არ ეშვება სიყვარულის მორევში მთელი სისავსით, როგორც ისინი. კი, მათი გულის დაპყრობა ხანდახან რთულია, კაცების „გადაგდებაც" უყვართ. მაგრამ თუ თავისუფალი არიან, კარგი განწყობა აქვთ და მამაკაცი მათთან პატიოსნად იქცევა, კაცის ცხოვრებას დიდ ფოიერვერკად აქცევენ. ლომ ქალებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ, რადგან სტილის უზადო გრძნობა და დიდი თავდაჯერებულობა აქვთ. ქალი-ლომის გულის მოსაპოვებლად ბრძოლაში ყველა გამოცდის გავლა ნებისმიერი მამაკაცის ოცნებაა.
სასწორი
სასწორი ქალები ფლირტის ოსტატები არიან. ისინი ყურადღებას იქცევენ ყველგან, ნებისმიერ ვითარებაში. შეუძლებელია, ისინი ვერ დაინახო, ვერ შეამჩნიო. მთელი რიგი მიზეზების გამო შემთხვევით გამვლელებსაც კი გულში უვარდებათ. იცვამენ უჩვეულოდ, მოქნილად სარგებლობენ თავიანთი მომხიბვლელობით. განსაკუთრებით გადამდებია მათი ოპტიმიზმი, ძალდაუტანებელი, მსუბუქი ურთიერთობები. დიდი პლუსია ის, რომ მამაკაცს აიძულებენ იფიქროს, რომ ის შეუდარებელია. არ იშურებენ კომპლიმენტებს ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის, ამას კი მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავს. თუ კაცს ქალი სასწორი პირველი დანახვისთანავე არ შეუყვარდა, აუცილებლად შეუყვარდება პირველ პაემნამდე, რადგან სასწორი ქალი გულის მოგებისთვის ბრძოლაში წაგებას მიჩვეული არაა.
მორიელები ყველაზე იდუმალი ქალები არიან. მამაკაცებს ასეთი ქალები თავდავიწყებით უყვარდებათ, პირველივე შეხედვისას გრძნობენ, რომ მათ წინაშე უბრალო ქალი კი არა, არამედ სექსუალობის, იდუმალებისა და მომხიბვლელობის ნამდვილი განსახიერება დგას. ისინი მგზნებარედ ლაპარაკობენ, იყურებიან, დადიან. ამას თუ დავუმატებთ არაჩვეულებრივ ჭკუასა და ინტუიციას - ნამდვილი „თერმობირთვული" ნაზავი გამოვა. მათი ერთადერთი მინუსია ის, რომ ხანდახან ასეთი ქალების კაცებს ეშინიათ, ჰგონიათ, რომ ასეთ დედოფლებს არ შეეფერებიან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მორიელ ქალებს ასეთი შეგრძნება თვითონ არ აქვთ. იციან, რომ ლამაზები არიან, მაგრამ იმას, რომ მამაკაცებს მათზე „ჭკუა ეკეტებათ", იშვიათად ამჩნევენ. მორიელის ნიშანი ძალზე შურისმაძიებელია, ამიტომ არ გირჩევთ, რომ მათ გზა გადაუჭრათ, ან გული გაუტეხოთ.
მამაკაცებს თევზები უცბად არა, მაგრამ დიდი ხნით უყვარდებათ. მათ აქვთ გარკვეული ქარიზმა, ხიბლი, მაგრამ არასაკმარისია შემთხვევით შეხვედრილი მამაკაცის ჭკუიდან გადაყვანისთვის. თევზი ქალები კაცებს თანდათანობით უყვარდებათ, რადგან იპყრობს ამ ქალების გულკეთილობა, გულისხმიერება, სასიამოვნო ინფანტილიზმი. ისინი ყველაზე ხშირად გამოდიან დაუცველი ლამაზმანის როლში, რომელსაც დაცვა ესაჭიროება. ასეთი სასიყვარულო სიუჟეტი მამაკაცებს მეტად ხიბლავს, მათ ხომ სურთ, რომ გამოიყურებოდნენ ძლიერ ადამიანებად, თევზი ქალები კი ამის უფლებას აძლევენ. ამასთან, ამ ქალებთან ურთიერთობები ადვილია, ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც, არიან მზრუნველები და არ ამჟღავნებენ არანაირ აგრესიას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
🔵ვინ იყო ვალენტინი? - განკვეთილმა ბერმა ჰომოსექსუალ წყვილს ჯვარი დასწერა
🔵„ნუ გვექნება დიდი იმედი, რომ მარტ-აპრილში პანდემია დასრულდება“ - ივანე ჩხაიძე
წყარო: sputnik-georgia.com