საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემა „იმედის დღის“ სტუმარი იყო.
მან დედის ამპლუაზე და შვილთან, 4 წლის მერიკოსთან ერთად გატარებულ დროზე ისაუბრა.
„მერიკო იყო ორი თვის, როცა დავასრულე დეკრეტული შვებულება და გავედი იუსტიციის სამინისტროში. დამეხმარა ექიმების, ფსიქოლოგების და გამოცდილი დედების აზრი, როგორ უნდა მომერგო ერთი მეორესთან. ყოველთვის ვიყავი საღამოს რვაზე მასთან და შაბათ-კვირას. ასე ვიცხოვრეთ სამი წელი, რამაც გააჩინა დედა-შვილის მიჯაჭვულობის ძალიან მნიშვნელოვანი განცდა“, – ამბობს წულუკიანი.
რიტუალები მერიკოსთან შეხვედრისას
„ჩვენ გვაქვს ჩვენი რიტუალები, თუ როგორ უნდა შევიდე სახლში. მას უყვარს, როცა ხმაურიანად შევდივარ სახლში და შემომეგებება. საღამოს თამაში ნაკლებად გამომდის, ეს ჩემ ნერვულ რესურსს სცილდება. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ბევრს, რა მოეწონა დღის განმავლობაში, რამ გააღიზიანა და ა.შ.
როცა რაღაც არ მოეწონება, ყოველთვის მეკითხება. ამას წინათ, რაგბის მოედანზე ვიყავი კაცებთან ერთად, როგორც ჩანს, ამას მოჰკრა თვალი და საღამოს, კარგად გამომკითხა: ამდენი ბიძია რომ იდგა სტადიონზე, შენ იქ რას აკეთებდიო, გაუკვირდა”, – ამბობს მინისტრი.
შვილი და სამსახური…
„ჩემი სამსახური არის ის, რასაც ჩემი შვილი ვერ იტანს. თუ მას რამის სიძულვილი შეიძლება ჰქონდეს, არის ჩემი სამსახური. დღეს მეუბნებოდა, რომ ეს სამინისტრო ის სამინისტრო არ არის, სადაც ადრე დავდიოდითო და მომიწია, ამეხსნა, რომ არსებობს რამდენიმე სამინისტრო“, – აღნიშნავს წულუკიანი.
დედობა
„მასთან მკაცრი ვერ ვარ, თუმცა მშვიდი და მეგობრული ტონით ვცდილობ, რომ „წითელი ხაზები“ დავადგინო, იმისთვის, რომ იცოდეს, რა შეიძლება და რა – არა. მან იცის, რომ ცუდი სიტყვების თქმა ცუდია. თუ მე წამომცდება ხოლმე, და ასე საკმაოდ ხშირად ხდება, ის შენიშვნას მაძლევს და ბოდიშს ვიხდი“, - ამბობს წულუკიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?
🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის
🔵„არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„სწორედ ამ წელს სამუდამოდ დასრულდება“ - ცაგარელი პანდემიის დასრულების ზუსტ თარიღს ასახელებს
🔵საახალწლო რიტუალები ფულის მოსაზიდად - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ, როგორ გამდიდრდეთ 2022 წელს