ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
ინფორმაციისთვის, ბათუმში 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას ბათუმში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.
ამასთან, ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი პირი მკურნალობას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. ექიმის თქმით მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ კონტროლირებადია.
26 მაისის ქუჩაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
ამავე თემაზე👇
🔵„ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ” – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა
🔵VIDEO: ვინ არის დედა-შვილი, რომელიც ბათუმში ნანგრევებიდან ამოიყვანეს
🔵VIDEO: მაშველებმა ნანგრევებში დედის და 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი