„შვილი არა, შვილები
დავკარგე... დიდი ტრაგედია
იყო, ამიტომ არ ვსაუბრობ
ამაზე“, - ამის შესახებ
დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის ყოფილმა
ხელმძღვანელმა, ამირან
გამყრელიძემ ტელეკომპანია
„პალიტრანიუსის“ გადაცემა
„სახალხო ინტერვიუში“
განაცხადა, სადაც
რესპონდენტმა უცნობი
ადამიანების მიერ დასმულ
მძიმე და პირად კითხვებს
უპასუხა. გადაცემის
მიმდინარეობისას
ერთ-ერთმა მაყურებელმა მას
ოჯახის ყველაზე დიდ
ტრაგედიაზე ჰკითხა, რა
დროსაც მისი შვილი და მისი
საცოლე ერთად დაიღუპნენ.
„კამერების, ვიდეოთვალის
მთავარი დანიშნულებაა, რომ
ერთმანეთის საპირისპირო
მიმართულებით ეყენოს, რომ
გაკონტროლდეს ყველა
მხრიდან პერიმეტრი.
მკვლელობის მომენტში,
მელიქიშვილზე, „ალდაგის“
ორივე კამერა ეყენა
ერთნაირი მიმართულებით და
იყურებოდა ვაკისკენ“, -
ამის შესახებ ქართველი
ფილოლოგისა და მეცნიერის,
გურამ შარაძის მკვლელობის
საქმეზე საუბრისას, მისმა
შვილმა რუსუდან შარაძემ,
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე განაცხადა.
ბრატისლავაში ევროპის
ჩემპიონატი მიმდინარეობს.
თავისუფალი სტილით
მოჭიდავე ვლადიმერ
გამყრელიძემ (79 კგ) ბრინჯაოს
მედლისათვის შეხვედრაში
ესპანელი მოჰამედ
მოტაგინია ანგარიშით 4:1
დაამარცხა, - ინფორმაციას
საქართველოს სპორტის
სამინისტრო ავრცელებს.
ქართველი იმუნოლოგი,
პროფესორი, ინფექციური
პათოლოგიის, შიდსისა და
კლინიკური იმუნოლოგიის
ცენტრის გენერალური
დირექტორი, თენგიზ
ცერცვაძე 76 წლის ასაკში
გარდაიცვალა. ოჯახის ცნობთ,
იგი ბოლო დროს
ავადმყოფობდა. 17 ოქტომბერს,
თბილისში თენგიზ
ცერცვაძის სახელობის
კლინიკა გაიხსნა, რომელსაც
დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის ყოფილი
ხელმძღვანელი ამირან
გამყრელიძე სოციალურ
ქსელში ეხმაურება.
ქართველი იმუნოლოგი,
პროფესორი, ინფექციური
პათოლოგიის, შიდსისა და
კლინიკური იმუნოლოგიის
ცენტრის გენერალური
დირექტორი, თენგიზ
ცერცვაძე 76 წლის ასაკში
გარდაიცვალა. ოჯახის ცნობთ,
იგი ბოლო დროს
ავადმყოფობდა. კოლეგისა
და მეგობრის
გარდაცვალებას
დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის ყოფილი
ხელმძღვანელი ამირან
გამყრელიძე სოციალურ
ქსელში სამძიმრის წერილით
ეხმაურება.
სტამბოლში გამართულ
ოლიმპიური თამაშების ბოლო
სალიცენზიო ტურნირზე
თავისუფალ ჭიდაობაში
ვლადიმერ გამყრელიძემ (86
კგ.) პარიზის ოლიმპიური
თამაშების ლიცენზია
მოიპოვა.
აზერბაიჯანის დედაქალაქ
ბაქოში მიმდინარე ევროპის
საკვალიფიკაციო ტურნირზე
ოთხმა ქართველმა
თავისუფალი სტილით
მოჭიდავემ იასპარეზა,
რომელთაგანაც
ნახევარფინალში გასვლა
გოდერძი ძებისაშვილმა (65კგ)
და ვლადიმერ გამყრელიძემ
(86კგ) მოახერხეს.
საქართველოს ჯანმრთელობის
დაცვის სისტემის
განვითარებაში შეტანილი
დიდი წვლილისათვის, ახალი
კორონავირუსით გამოწვეული
COVID-19-ის პანდემიის
წინააღმდეგ ბრძოლის
საქმეში განსაკუთრებული
დამსახურებისთვის,
უმაღლესი
პროფესიონალიზმისა და
ქვეყნისათვის
თავდაუზოგავი
შრომისათვის, წარმატებული
პედაგოგიური და
მეცნიერული
მოღვაწეობისათვის ამირან
გამყრელიძე ბრწყინვალების
ორდენით დაჯილდოვდა.
„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ
ყველაფერი საშინლად
შეიცვალა რაც „ქართული
ოცნების“ ხელისუფლება
მოვიდა. რაღაცები
გაუმჯობესდა,
საზოგადოებას გაუჩნდა
თავისუფლების შეგრძნება,
თავისუფლად ვსუნთქავთ. არ
ვიცი, გახსოვთ თუ არა,
ტელეფონს ვშლიდი, ყველა ასე
იყო, სამეგობრო, ჩანერგილი
იყო შიში,“ - ამის შესახებ
აჭარის საზოგადოებრივი
მაუწყებლის თოქშოუში
„ვახო ხუზმიაშვილის
თავისუფალი სივრცე“
„ნაცმოძრაობის“ ყოფილმა
მაღალჩინოსანმა მამუკა
გამყრელიძემ განაცხადა.