Digest Logo

„არ გაქვს მორალური უფლება, იმ დანგრეულ კორპუსთან სანთლებით იდგე" - ვის მიმართავს ზვიად კორძაძე

1633775432
ზვიად კორძაძე

იურისტი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„ვიღაცა რომ მზიდკედელს აცლის კორპუსს და შენი საქმე არ გგონია, არც გაქვს მორალური უფლება, იმ დანგრეულ კორპუსთან შემდეგ სანთლებით იდგე.

ვიღაცა რომ ცოლს სცემს მთელი ცხოვრება და შენი საქმე არ გგონია, ერთხელაც როცა გაიგებ, რომ ცემაში მოკლა, არ გაქვს მორალური უფლება, პანაშვიდზე მიხვიდე და ობლების ბედზე ცრემლები ღვარო.

კატალოზატორს რომ ამოუღებ მანქანას, არ გაქვს მორალური უფლება, ახლობელი კიბოთი რომ მოკვდება, იმის ოჯახს მიუსამძიმრო.

ვადაგასულ პროდუქციას რომ ახალ ვადას გადაარტყამ, არ გაქვს მორალური უფლება, ვირის ხორციანი შაურმა როცა ახლობელს მოგიწამლავს, აღშფოთდე და დასჯა მოითხოვო.

200-ით მანქანა რომ ჩაგიქროლებს შუა ქალაქში და პატრულში არ დარეკავ, არ გაქვს მორალური უფლება, ფეისბუკზე რომელიმე შემზარავი ავარიის ფოტო გამოფინო და გატეხილი გული და ცრემლები მიახატო.

ძაღლს რომ აწამებს ქუჩაში ვინმე და პატრულში არ რეკავ, არ გაქვს მორალური უფლება ვიშვიშებდე, როგორ სისასტიკით ჩაიდინა ვიღაცამ მკვლელობა და ასკვნიდე, რომ გაფუჭდა ხალხი.

სახელმწიფოს მოქალაქეები ქმნიან და არა საკუთარ სახლებში გამოკეტილი თვალ და ყურდახშული ინდივიდები.

სანთლები რომ ჩაიწვება, ჩათვალეთ რომ ვალი მოიხადეთ და მშვიდად დაიძინეთ", - წერს ზვიად კორძაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ძნელია სიტყვებით გამოხატო ტკივილი და მწუხარება, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა“ - კალაძე

🔵„ვგლოვობ მამას, პატარა ანგელოზები რომ უნდა მიაბაროს მიწას" - ნიკოლოზ რაჭველი

🔵VIDEO: მაშველებმა ნანგრევებში დედის და 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

🔵„იმ ერთი შვილისთვის გაძლოს რამენაირად, ვინც დარჩა ამ ქვეყანაზე“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი ბათუმელ კაცზე, რომელსაც ცოლ-შვილი დაეღუპა

🔵„ეს ლამაზი და სათნო გოგო ჩემი მოსწავლე იყო... სიკვდილიც ხომ სასტიკად გამორჩეული ხვდა წილად“ - ინგა მეკეიძის მასწავლებელი

🔵„ამ უბედურების შემქმნელსაც მოუყომარებს საქმეს ვინმე ბიძერი, ან ანაფორაში გამოწყობილი ყოფილი ბიძერი“ - ლექსო ლეკიაშვილი

🔵„ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ..." გელა დაიაურის მიმართვა ბათუმელ კაცს

🔵„ესაა ჯოჯოხეთი... დაანთო ისეთი ცეცხლი, ქვეყნის დასალიერსაც რომ მისწვდა" - რუსუდან ცხომელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

🔵„ვიხოცებით იმის გამო, რომ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე ფეხზე გვკიდია" - რას წერს ზურა ბალანჩივაძე

🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დაკარგა