Digest Logo

„ბევრმა ისეთმა ადამიანმა დამანახვა სიყვარული, ვისგანაც დაფასების მოლოდინი არც მქონდა“ - თათია შარანგია

1644390174
თათია შარანგია

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია თავისი საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარების გაზიარებისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის. შარანგია წერს, თუ რამხელა სითბო და სიყვარული იგრძნო მწუხარების დროს ადამიანებისგან და რამდენად მნიშვნელოვანია გაჭირვებულისთვის ნუგეში.

„ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვაფასებ თითოეული ადამიანის ყურადღებას, სითბოს, თანაგრძნობას. რა მნიშვნელოვანი ყოფილა ეს შეგრძნება ასეთი მტკივნეული დღეების დროს. ციკა თუ გრძნობს ნეტავ, რამდენი ადამიანის ცრემლები მიყვება... როგორ მოდის მრევლი ტაძრიდან და ტირის, როგორ თავისი ნებით და სურვილით, სიყვარულით უკითხავენ ფსალმუნებს. მოდიან მეზობლები, მოდიან ჩვენი ოჯახის ახლობლები და მეგობრები, მოდიან და ტირიან… #ჩვენიყველასციკა ამ სიტყვებით ტირის ყველა. ბევრმა ისეთმა ადამიანმა დამანახვა სიყვარული ამ დღეებში, ვისგანაც ასეთი დაფასების მოლოდინი არც მქონდა.

არავის არასდროს დაგჭირვებოდეთ ჩემი გვერდში დგომა ასეთ დროს, მაგრამ მივხვდი, თუ როგორ აფასებს ჭირისუფალი ადამიანების გვერდში დგომას ასეთ დროს.

ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ყველას, თქვენს დიდ ოჯახებთან ერთად. დიდი მადლობა უკლებლივ ყველას“, - წერს თათია შარანგია.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ქართველნო, სიტყვა მაწონი, ხაშლამა და ხაში ნასესხებია სომხურიდან“ – ნიკა გვარამია

🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

🔵„აქტუალური გახდა ფრაზა – „ლარი მყარდება დოლართან მიმართებით და უფასურდება ჯონჯოლთან მიმართებით“ - გოცირიძე

🔵მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი ბიძინა კულუმბეგოვისგან

🔵პროექტ „ძლევაი საკვირველის“ ფარგლებში დიდგორის ომზე კომპიუტერული თამაში შეიქმნება

🔵„ამ დროს ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილი ჩათქმაც კი შეგიძლიათ“ - ხათუნა ნოელის რჩევა ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებით