Digest Logo

ორი თვეა, თითქმის, დაკარგული ვარ, არ გამოვჩენილვარ...ტყუილად არ დამიკარგავს დრო, წიგნები დავწერე - ზურა შევარდნაძე

1644902185
ზურა შევარდნაძე

„ორი თვეა თითქმის დაკარგული ვარ, არ გამოვჩენილვარ, აწი თავსაც შეგაწყენთ. ტყუილად არ დამიკარგავს დრო, წიგნები დავწერე“, – ამის შესახებ ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს.

შევარდნაძის თქმით, თავისი წიგნის შეძენა 1 მარტიდან „გარდენიაში“ იქნება შესაძლებელი.

„დღეს ჩემს პირველ წიგნზე „მაი როის იქნება” გეტყვით ცოტას.

ჩემი გურული ამბვები, ბევრი თქვენთვის უცნობი, ზოგიც ნაცნობი შევკრიბე და დავბეჭდე.

ზოგიერთი მათგანი როცა გაგიზიარეთ ქვეშ კომენტარებში ისეთებს მიწერდით ისე მამხნევებდით და ბევრმა ისე შემასახელა, გამაძლიერა რომ გავბედე, გადავწყვიტე.

რედაქტორობა, შეგულიანება და დარწმუნება ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ ითავა, გამოუვიდა.

წიგნის შეძენას გარდენიაში შეძლებთ, სამებაღეო სეზონის განახლებასთან ერთად, 1 მარტიდან.

შეგიძლიათ დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ, საქართველოს ფოსტის გზავნილით შინ მოგართმევთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გურულებს რასაკვირველია უფასოდ.

ძალიან გავიხარებ თუ წაიკითხავთ, აზრებს, შენიშვნებს და ემოციებს გამიზიარებთ“, – წერს ზურა შევარდნაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ დროს ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილი ჩათქმაც კი შეგიძლიათ“ - ხათუნა ნოელის რჩევა ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებით

🔵„ავიღებთ 6 ფურცელს, 1 კალამს და ერთი და იგივე სურვილს დავწერთ...“ - 22.02.2022-ში ამ რიტუალით ოცნებებს აიხდენთ

🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

🔵ვინ იყო ვალენტინი? - განკვეთილმა ბერმა ჰომოსექსუალ წყვილს ჯვარი დასწერა

🔵„დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სიტყვა, ამიტომ ნუ დაიშურებთ კომპლიმენტებს და ქათინაურს“ - ცაგარელის რჩევა