Digest Logo

ომიკრონი ასრულებს პანდემიას? - „არ შემეძლო ეს ინფორმაცია არ გამეზიარებინა“ - თამარ ჟამურაშვილი

1640368611
ექიმი თამარ ჟამურაშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის ომიკრონის გამოჩენამ, შესაძლოა პანდემია დაასრულოს. მისი თქმით, 2022 წლის ბოლოს მსოფლიოში ყველა ცოცხალ ადამიანს კოვიდის წინააღმდეგ გარკვეული ტიპის იმუნიტეტი ექნება. 

მედიკოსი, ადამიანებს ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს და აცხადებს რომ მხოლოდ ის ადამიანები მარცხდებიან, რომლებიც მეცნიერების წინააღმდეგ ილაშქრებენ.

„არ შემეძლო ეს ინფორმაცია არ გამეზიარებინა მათთვის, ვინც რეალურად აფასებს სიტუაციას და სჭირდება მეცნიერულად დასაბუთებული რჩევა!

კაუნტდაუნი დაიწყო... ომიკრონი, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას... ეს ნიშნავს, 2022 წლის ბოლოს ყველა ცოცხალ ადამიანს ექნება იმუნიტეტი!

კატეგორია 1: ვაქცინირებული

კატეგორია 2ა: სრულად გამოჯანმრთელებული >>ვაქცინირებული (უმეტესწილად)

კატეგორია 2ბ: ლონგ-კოვიდი, პოსტ-კოვიდი (ბედნიერია ვინც არ იცის ეს ორი მდგომარეობა რას ნიშნავს) >>არავაქცინირებული (უმეტესწილად)

კატეგორია 3: გარდაცვლილი >>არავაქცინირებული (უმეტესწილად)

მილიარდობით ადამიანია უკვე აცრილი და არანაირი განსაკუთრებული გართულება mRNA ვაქცინების არ გამომჟღავნებულა. ასე რომ არც ერთი სერიოზული და მეცნიერულად გამართლებული არგუმენტი ვაქცინაციის წინააღმდეგ აღარ არსებობს!!

მეცნიერება აქაც იმარჯვებს! მარცხდებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მეცნიერების წინააღმდეგ ილაშქრებენ, თავს იღუპავენ და სხვასაც ღუპავენ!

მე-2ა კატეგორიაში მოხვედრა გაცილებით გაუდვილდებათ ვაქცინირებულებს. ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბარი უკვე უხერხულია და აღარც ვაპირებ. პოპულისტ ფანატიკოსებთან დღევანდელ დღეს დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის. პრობლემა ის არის, რომ სწორედ ეს კატეგორია გადაავსებს კლინიკებს და ჩამოშლის სამედიცინო სისტემას, რაც უკვე წლის დასაწყისში შეიძლება მოხდეს. ეს რეალური პროგნოზი და არა წინასწარმეტყველებაა!

ამიტომ დღეს ბუსტერის აუცილებლობას მინდა ხაზი გავუსვა!

mRNA-ვაქცინების მე-2 აცრიდან 15 კვირაში დაცვა მკვეთრად მცირდება, სწორედ ამიტომაც შემცირდა მე-2 აცრასა და ბუსტერს შორის ხანგრძლივობა 3 თვემდე.

ყველას, ვინც 3 თვის წინ ხართ აცრილები, სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!

სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!
სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!
სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!

აუცილებელია ვაქცინაციის ცენტრების დახმარება და ვაქცინაციის დაჩქარება.

პირველადი ჯანდაცვის რგოლი კიდევ ერთხელ საჭიროებს დახმარებას!!
ნუ დააკავებთ საწოლებს კლინიკებში პაციენტებით, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ!
მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება და ამისთვის მომზადებაა საჭირო!!
გისურვებთ ჯანმრთელობას და სწორი გადწყვეტილებების მიღებას!!! თქვენი ჯანმრთელობა თქვენ ხელთაა, ნაწილობრივ მაინც!!!“ - წერს თამარ ჟამურაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?

🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის

🔵„არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„სწორედ ამ წელს სამუდამოდ დასრულდება“ - ცაგარელი პანდემიის დასრულების ზუსტ თარიღს ასახელებს

🔵საახალწლო რიტუალები ფულის მოსაზიდად - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ, როგორ გამდიდრდეთ 2022 წელს