კომპანიის თქმით, პრეპარატი კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანობას ინარჩუნებს.
გასულ თვეში ამერიკელმა წამლის მწარმოებელმა თქვა, რომ პერორალური წამალი დაახლოებით 89%-ით ეფექტური იყო ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის თავიდან ასაცილებლად პლაცებოსთან შედარებით, დაახლოებით 1200 ადამიანის შუალედურ შედეგებზე დაყრდნობით.
კომპანიის ცნობით, კვლევაში მონაწილე პირებს შორის არვინ გარდაცვლილა. პრეპარატის მიღება სახლის პირობებში მკურნალობის ადრეულ ეტაპზე შეიძლება, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის პრევენციის მიზნით.
Paxlovid-ის გამოყენება შეიძლება როგორც კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, ასევე, მძიმედ მიმდინარე კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ.
„პრეპარატის მეშვეობით, მკვეთრად შევამცირებთ გადაცემას“ - აცხადებს „ფაიზერის“ მთავარი მეცნიერი მიქაელ დოლსტენი.
მისი თქმით, ის მალე ელოდება ავტორიზაციას მაღალი რისკის მქონე პირებში გამოყენებისთვის აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისა და სხვა მარეგულირებელი სააგენტოებიდან.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნინიკო ნაცარიშვილი და ლავასოღლი შვილს ელოდებიან
🔵„საქართველოში ფილერების ბუმია - ყველას არ შეუძლია ფილერით გაისწოროს ნაოჭები, აქვს უკუჩვენებაც“ - ნანა გეგეჭკორი