Digest Logo

დღეს, სურვილების ასრულების უძლიერესი რიტუალის დღე გახლავთ - როგორ ჩავიფიქროთ სწორად

1647506055
11:11

ეზოტერიკოსების აზრით, დღეს სურვილების ასრულების უძლიერესი რიტუალის დღეა. ფენშუის გვერდი სურვილის ასრულების რიტუალის ინსტრუქციას დეტალურად აქვეყნებს. „დაიჯესტი“ ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სურვილების ასრულების უძლიერესი რიტუალის დღე გახლავთ. ვასრულებთ აუცილებლად!  საღამოს 11:11 (PM) ანუ 23:11 საათზე - ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე დროს(ანუ ღამის 12 საათის 11 წუთზე სადაც იმყოფებით ).
 რა დაგვჭირდება?

- გამჭვირვალე ჭიქით დამდგარი(ბოთლის ან წინასწარ აღებული/დამშვიდებული) წყალი;

- ყვითელი ფურცელი;

- წითელი საწერი საშუალება.

- სურნელოვანი კონუსი/ჩხირები(ენერგიების გასაწმენდად)

- მშვიდი გარემო კონცენტრირებისთვის.

ამ ყველაფრის მომზადებას ვიწყებთ რამდენიმე წუთით ადრე. ესე იგი: სურვილს წინასწარ ჩამოვაყალიბეთ და აწმყო დროში გამზადებული/გონებაში დალაგებული გვექნება, 23:11 საათზე რომ არ დავიწყოთ მასზე ფიქრი და ჩამოყალიბება, ვქმნით მშვიდ გარემოს(სასურველია ოთახში ვიყოთ მარტო ან სხვა შემსრულებლებთან ერთად), ვალაგებთ საჭირო ნივთებს მაგიდაზე, დავანთებთ კონუსს, რათა გაიწმინდოს ენერგიები პრაქტიკის დაწყებამდე, დავჯდებით მშვიდად, დასაწყისი ყველა რიტუალს აქვს ერთი და იგივე თუ დააკვირდებით, სამჯერ ღრმად ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ, ხელებს გავიხურებთ რომ ჩვენი ენერგიები გამოვაღვიძოთ, ვახდენთ მაქსიმალურ კონცენტრაციას და ვიზუალიზაციას ჩვენს სურვილზე(აწმყო დროში ანუ უკვე ასრულებულ ფორმაში) და ზუსტად 23:11 საათს ვხვდებით სრულიად მზადყოფნაში უკვე და ვიწყებთ მის წერას ყვითელ ფურცელზე წითელი ახალი საწერი საშუალებით(ვისაც კალამი არ აქვს, გამოუვალ მდგომარეობაში ვთლით ფანქარს, ამით ვაშორებთ მას ძველ ინფორმაციას). სურვილის წერას ვასრულებთ სტანდარტულად: ასრულებულია! მადლობა, მადლობა, მადლობა სამყაროს, უფალს. შემდეგ ამ ფურცელს მოვიქცევთ ხელის გულებში, ვხუჭავთ თვალებს და ვახდენთ ამ სურვილის ვიზუალიზაციას მაქსიმალურად დეტალურად, შევიგრძნობთ იმ ბედნიერ ემოციებს, რაც მისი ახდენის დროს უნდა დაგვეუფლოს. ვახელთ თვალებს და სურვილის ფურცელს ვადებთ წყლის გამჭვირვალე ჭიქას ისე, რომ წარწერები ზევიდან მოექცეს, ანუ წყალი ირეკლავდეს(ანუ ფურცლის სუფთა მხარე ქვევიდან ექცევა და ზედა ნაწერებიან მხარეზე ვადებთ ჭიქას ზემოდან).

ასე ვტოვებთ სავსე მთვარეზე დასამუხტად ფანჯრის რაფაზე(თუ არ ხვდება მთვარის შუქი, ამაზე არ ვდარდობთ და ვნერვიულობთ, მაინც დაიმუხტება).

2-3 საათი სრულიად საკმარისია. სავსე მთვარის პიკამდე (სავსე მთვარის პიკი გახლავთ 18 იანვარს, საბერძნეთის დროით: 01:48; საქართველოს დროით: 03:48. არ გადააცილოთ დროებს, ჯობია 1 საათით ადრე ავიღოთ, ვიდრე 1 წუთი გადასცდეს პიკს) რამდენიმე წუთით ადრე ვიღებთ ფურცელს და ვიდებთ მარცხენა ხელის გულზე, ზევიდან ვადებთ ამ წყლის ჭიქას(იგივე პრინციპით, როგორც რაფაზე დავტოვეთ,ნაწერები იკითხებოდეს წყლის მხარეს ანუ) და ვაფარებთ მარჯვენა ხელის გულს, მივიტანთ ბაგეებთან ახლოს(ანუ პირთან) და წყალს ჩავჩურჩულებთ ისევ ჩვენს სურვილს, ვიტყვით ისევ: ასრულებულია! წყალს დავლევთ ნელ-ნელა იმ ძლიერი ბედნიერი შეგრძნებებით, რასაც სურვილის ასრულება და სიხარული ჰქვია. ავიღებთ ასანთს და სურვილის ფურცელს დავწვავთ ბოლომდე. ვიტყვით: მადლობა, მადლობა, მადლობა სამყაროს, უფალს და სულის შებერვით ქარს გავატანთ ფერფლს.

შემოვტრიალდებით სახლში ბედნიერი განწყობით და გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, სამყარო კი იზრუნებს ჩვენი სურვილების ასრულებაზე.

#რჩევა/რეკომენდაცია - რიტუალის დროს ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა, სურვილების ასრულების მანტრები, ან რომელიც მოგწონთ დაბალ ხმაზე.

წინასწარ რამდენიმეჯერ წაიკითხეთ და გაითავისეთ რიტუალის პროცესი, რომ შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ არ მოგიწიოთ პოსტის კითხვა და იმ კონცენტრაცია/ვიზუალიზაციიდან გამოსვლა.

პროცესის დროს ბოლომდე გადაეშვით თქვენს სურვილებში და დაივიწყეთ გარშემო ყველა და ყველაფერი.
ვინც სრული წესების დაცვით შეასრულებს, მერწმუნეთ შედეგს მალე ნახავთ, პირადად მე მაქვს მისი სწრაფი შედეგი გამოცდილი უკვე და ყოველთვის ყველა ინფორმაციას გიზიარებთ მას შემდეგ(ნივთი იქნება თუ რიტუალი) როცა უკვე მე ჩემს თავზე გამოვცდი ხოლმე მათ ძალებს/ენერგიებს.

ბედნიერ, წარმატებულ და დაბალანსებულ განწყობას გისურვებთ, უსაზღვრო და უანგარო სიყვარულით სავსეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 ტრაგედია ოჯახში, უმძიმესი დიაგნოზი, ურთიერთობა ცოლიან კაცთან და სამჯერ გათხოვება - ეკა კვალიაშვილის სკანდალებით სავსე ცხოვრება

🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს

🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი