Digest Logo

🎥 გაფრთხილება მშობლებს! ახალმა სახიფათო თამაშმა უკვე საქართველოს სკოლებშიც შეაღწია

4 ივნისი 14:39
ახალი სახიფათო თამაში

„წითელი კარი, ყვითელი კარი“ - ცნობილი როგორც გონების კარები. პარანორმალური და მისტიკური შინაარსის თამაშია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ახალ ტრენდად იქცა. „ტიკტოკსა“ თუ „იუთუბიში“ დიდი პოპულარობა მოიპოვა და მილიონობით ბავშვი, მოზარდი ჩაითრია. 

ამ ახალმა სახიფათო თამაშმა უკვე საქართველოს სკოლებშიც შეაღწია, რის ფონზეც სკოლების ფსიქოლოგები განცხადებებს ავრცელებენ და მშობლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. 

„ბოლო პერიოდში სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ გამოჩნდა ახალი, სახიფათო თამაში „წითელი კარი, ყვითელი კარი“, რომელიც მოთამაშეზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს. თამაშში მოცემული ქმედებები ამწვავებს ბავშვების ემოციურ ფონს, აძლიერებს შიშებს და ექმნებათ ძილთან დაკავშირებული სირთულეები“, - წერს ერთ-ერთი ფსიქოლოგი.

თამაშის სახელწოდება ერთი შეხედვით უწყინარია, რასაც შინაარსზე ვერ ვიტყვით, რომლის იდეაც პარალელურ სამყაროში სახიფათო მოგზაურობაა.

თამაშში ორი მონაწილე ერთვება, ერთი გიდის როლს ირგებს, მეორე  მოთამაშის, რომელიც ე.წ ტრანსულ მდგომარეობაში გადადის. 

მოთამაშე გიდის კალთაში თვალდახუჭული წვება, ხელებს  მაღლა წევს. გიდი კი მას საფეთქლებს უმასაჟებს, მონოტონურად იმეორებს ფრაზას - წითელი კარი, ყვითელი კარი, ნებისმიერი სხვა ფერის კარი, რა დროსაც მოთამაშე თითქოს და ჰიპნოზში მყოფი, საშიშ და უცნაურ არსებებს ხედავს.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვამთავრებ სანაკრებო კარიერას სუფთა გულით… მადლობა საქართველო!” - გიორგი ლორიას გამოსამშვიდობებელი სიტყვა ბოლო სანაკრებო მატჩის წინ

🎥 როგორი უნდა იყოს საბანკეტო მაკიაჟი 2025 წელს - ვიზაჟისტი დეი ჯმუხაძის რეკომენდაციები

„ჩვენს იუბილარ სიძეს გაუმარჯოს“ - ნონა გაფრინდაშვილი საბა კემულარიას დაბადების დღეს ულოცავს