Digest Logo

🎥 გოგა მანიას შოკის მომგვრელი წინასწარმეტყველება, რომელიც რამდენიმე საათში ახდა ❗ ❗ ❗

18/12/2024 • 13:04
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე. 

მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

ამჯერად მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, სადაც აღნიშნავდა, რომ მოსალოდნელი იყო სხვადასხვა სახის სტიქია.

„არის საფრთხე წყალმოვარდნების განსაკუთრებით ამის საშიშროება არის დასავლეთ საქართველოს ნაწილში, თუმცა ეს მოსალოდნელია აღმოსავლეთის მხარესაც. ასევე ჩამოშლა კლდის, გზის გადაკეტვა, წყალთან დაკავშირებული პრობლემები, ცეცხლისგან გაქცევა, ამიტომ იყავით ყურადღებით და ფრთხილად“, - ამბობდა გოგა მანია.

მისი წინასწარმეტყველება რამდენიმე საათში ახდა.  

ცოტა ხნის წინ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია. 

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე (ქედა) მონაკვეთზე, ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი“, - წერს უწყება.

ამასთან დატბორილია, ზუგდიდის სოფლების ნაწილი, ასევე აჭარისა და იმერეთის რეგიონი.

გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით - მეწყერი ჩამოწვა ქედაში ცენტრალურ გზაზე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 როგორ მოვამზადოთ მაიონეზი სახლში მარტივი ინგრედიენტებით? - არუნ ხათრის რეცეპტი

⭕ „ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ!“ - ნინი ბადურაშვილი „მთავარ არხს“ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

⭕„2025 წლიდან იბადება ახალი სამყარო, რომელიც იქნება გამოწვევებით სავსე...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?