
ანასტასია შატალოვას ადვოკატი, ლალი ბიბილეიშვილი „ტვ პირველთან" ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც შატალოვამ შვილის ბიოლოგიურ მამას სამართლებრივი დავა მოუგო, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან ურთიერთობა დაულაგდა.
ზურაბ ბერიძემ დედას შვილი დაუბრუნა, წყვილი კი საცხოვრებლად ერთად გადავიდა.
„ანასტასია შატალოვასთან ბოლო კომუნიკაცია, მიმდინარე წლის ივნისის თვეში მქონდა. მითხრა, რომ ის და ზურაბ ბერიძე შერიგდნენ და ბათუმში ერთად ცხოვრობდნენ. თბილისშიც ჰქონდათ ბინა ნაქირავები და სახლსაც იშენებდნენ", - ამბობს ადვოკატი.
ლალი ბიბილეიშვილი აღნიშნავს, რომ ბათუმის ყოფილ მაღალჩინოსანთან სამართლებრივი დავა მას შემდეგ დასრულდა, რაც ზურაბ ბერიძემ პირობა შეასრულა და 3 წლის შვილი დედას თბილისში ჩამოუყვანა.
„რაც შეეხება საქმეს, ჩვენ ეს საქმე ბატონი ზურას დამსახურებითაც მოვიგეთ. მას შემდეგ, რაც საქმეში პრესა ჩავრიეთ, პირადად დამირეკა, მითხრა, რომ არ უნდოდა ბავშვები მძიმე მდგომარეობაში ყოფილიყვნენ და დამპირდა რომ მეორე დღეს ბავშვს ჩამოიყვანდა. დანაპირები შეასრულა და სამართლებრივი დავა ასე დასრულდა. ამის შემდეგ ანასტასია მირეკავდა, ბედნიერი იყო რომ ბავშვს მამა ჰყავდა და ერთად ცხოვრობდნენ", - აღნიშნავს ადვოკატი.
თბილისის ცენტრში მოკლული 25 წლის ქალი ანასტასია შატალოვაა. 1 წლის წინ შატალოვა ამბობდა, რომ ზურაბ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა.
ამ წუთებში სამართალდამცველები ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ბინაში ჩხრეკას ატარებენ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მითხრა რომ ცხოვრებას დამინგრევდა და პატარა ძმას მოკლავდა...“ - გორში ახალგაზრდა ქალი მოიტაცეს
🔵„3 წლის ბავშვი ჰყოლია საცოდავს... 5-ჯერ გასროლის ხმა გავიგე" - თბილისში მოკლულ ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა
🔵„დიდი მოთხოვნილება მქონდა ერთი პერიოდი, რომ მონაზვნად წავსულიყავი“ - რას ჰყვება ელისო ბოლქვაძე
🔵გვიან ღამით თბილისში ქალი ჩაცხრილეს
🔵„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები
წყარო: tvpirveli.ge