მსოფლიოში ცნობილ ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ადამიანის ჩაცმულობით შეფასებას არასწორს უწოდებს და საკუთარი მაგალითის შესახებ ჰყვება.
დემნა მიიჩნევს, რომ თანამედროვე სამყაროში ადამიანები თავიანთი ჩაცმულობით არ უნდა შეფასდნენ, ამასთან ის ხაზს უსვამს რომ გლამურულ ადგილებში შესვლასთან დაკავშირებით ხშირად აწყდება პრობლემებს.
„ადამიანების ზოგჯერ ჩემი ლუქით, სილუეტით ვაშინებ. ისინი განმსჯიან, რადგან არ შეუძლიათ ჩემი კონკრეტულ ჩარჩოში მოქცევა, კითხულობენ: „ვინ არის ეს ბიჭი?“
ამას წინათ Maison du Caviar-ის რესტორანში შევედი, პარიზში, ჩემს მეგობართან ერთად. ასეთ გლამურულ ადგილებში არასდროს დავდივარ, ძირითადად, სახლში ვამზადებ. მათ შიგნით არ შემიშვეს იმის გამო, თუ როგორ ვიყავი ჩაცმული. მთლიანად „ბალენსიაგა“ მეცვა. ადამიანმა, რომელიც ჩემთან ერთად იყო, მათ უთხრა, „არაფერია, ის ჩემთან ერთად არის“ და შემდეგ შემიშვეს. ეს ჩემი ცხოვრების ისტორიაა – არსად ვეწერები. ადამიანებს, რომლებიც ასეთ „გლამურულ“ ადგილებში დადიან, არ აქვთ თავისუფლება, ისე გამოიყურებოდნენ, როგორც თავად სურთ. ჩემი აზრით, ჩემი კარიერა ყოველთვის იქით იქნება მიმართული, რომ ამის საწინააღმდეგო დავამტკიცო.
რესტორნის მფლობელი მოგვიანებით შემოგვიერთდა, ჩვენს მაგიდასთან. მას ვუთხარი: „რა ხდება აქ? თქვენს თანამშრომლებს უნდა აუხსნათ, რომ 2021 წელია და ადამიანები მათი ტანსაცმლის მიხედვით არ უნდა განსაჯონ…“ ეს ყველგან ხდება – სანამ არ გაიგებენ, რომ მე ვარ დემნა, „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი, არსად მიშვებენ… არასდროს ვიქნები ისეთი მშიერი, რომ სმოკინგი ჩავიცვა. უფრო ბედნიერად ვიგრძნობ თავს, თუკი „მაკდონალდსში წავალ ჩემი ჩექმებით. ეს არის ჩემი ცხოვრების სტილი – ვიყო ის, ვინც ვარ!..“, – ამბობს დემნა გვასალია System Magazine-თან საუბრისას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჰოდა, ახლა, რა გვგონია, სომხები გვამებს მალავენ?“ - მერაბ მეტრეველი
🔵ნათლისღებას აღებულ წყალს სასწაული ძალა აქვს
🔵რატომ არ გვიდასტურდება კოვიდინფექცია სწრაფი ტესტით? - სპეციალისტის განმარტება
წყარო: fortuna.ge