Digest Logo

„გაფრთხილებთ! სკოლებთან მანქანით ხვდებიან მოსწავლე გოგოებს და სახლამდე გაყვანას სთავაზობენ...“ - ნიკუშა კაკილაშვილი

1666194219
 ნიკუშა კაკილაშვილი

სოცქსელის მომხმარებელი ნიკუშა კაკილაშვილი ფეისბუკ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს.

მისი თქმით სკოლასთან უცნობი პირები მოსწავლე გოგოებს მანქანით ხვდებიან და სახლამდე წაყვანას სთავაზობენ.

👉 შავ ჯიპებში მსხდომი შუა ხნის კაცები ცდილობენ შეიტყუონ პატარა გოგონები მანქანებში - ადგილობრივი ქუთაისში მომხდარ გარყვნილ ქმედებაზე

„სკოლებთან ვიღაც ტიპები მანქანით ხვდებიან მოსწავლე გოგოებს და სახლამდე გაყვანას სთავაზობენ, სხვადასხვა მოტივით. ერთ-ერთია რომ მშობლების ახლობლები არიან.

მშობლები გაგვაფრთხილეს და თქვენ გაფრთხილებთ, შვილებს გაესაუბრეთ. ბოლო სამ დღეში მეოთხე ასეთი შემთხვევის შესახებ გავიგე.

მანიაკი, მანიაკიო, მაგრამ ეს უფრო ორგანიზებულ ჯგუფს ჰგავს. არ ვიცი რა მიზნები აქვთ, ჩვენ ჩვენი შიშები და მოსაზრებები გვაქვს 90-იანებში გაზრდილებს. ვარაუდია, დარწმუნებით არაფერს ვამბობ.

მოკლედ, ბავშვებთან უფრო ყურადღებით იყავით. და ყვირილი ასწავლეთ. ყვირილი არაა სირცხვილი, როცა საჭიროა“, - წერს ნიკუშა კაკილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა პირველ საჯარო სკოლის მიმდებარედ მოხდა. ამავე ინფორმაციით,  საშუალო ასაკის მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა,  თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე დააკავეს.

ადგილობრივების თქმით, შავ ჯიპებში მსხდომი შუა ხნის კაცები ცდილობენ შეიტყუონ პატარა გოგონები მანქანებში

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სტალინი იყო ღმერთზე ნაკლები და ყველა ადამიანზე მეტი - სტალინმა თავის დროზე უფლის შეწევნით, გადაარჩინა კაცობრიობა“ - კონსტანტინე მორგოშია

🔵„ტაროს კარტები, რაც ახლა ტრიალებს მეინსტრიმში და მათი გაშლა 1000% -ით ეშმაკისეულია“ - ნათია ქოლუსი

🔵„დიდი და კარგი ამბავი გვაქვს, საფარი/Sapari იწყებს კაცებთან მუშაობას“ - ბაია პატარაია