Digest Logo

„ვიწყებ განცხადებების მიღებას უფასო, მებაღეობის შემსწავლელ კურსზე“ - ზურა შევარდნაძე

1677129676
ზურა შევარდნაძე

მებაღე ზურა შევარდნაძე პირველი მარტიდან უფასო, მებაღეობის შემსწავლელ კურსზე დასარეგისტრირებლად განაცხადების მიღებას იწყებს, - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ინფორმაცია თავად გაავრცელა და მსურველებს დეტალურად აუხსნა თუ სად და როგორ უნდა დარეგისტრირდნენ.

🔵„დამაფიქრეს, ბევრი შევცვალო ჩემს თავში... თურმე რამდენი რამ არ მომწონს და არ ვიცოდი აქამდე...“ - ზურა შევარდნაძე

„1 მარტიდან ვიწყებ განცხადებების მიღებას უფასო, მებაღეობის შემსწავლელ კურსზე დასარეგისტრირებლად.

უფასო კურსზე მივიღებ 35 წლამდე ასაკის დაინტერესებულ ახალგაზრდებს (5 გოგონას და 5 ბიჭს).
თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩავატარებ გარდენიაში. მოსწავლეებს ჩავრთავ ჩვენს ყველა სამებაღეო და ფლორისტულ პროექტში.

ვიმუშავებთ ყოველდღე ორშაბათის გარდა 10 -იდან 18 საათამდე. 13-იდან 14 საათამდე შესვენება სადილით.) სწავლება დაიწყება 15 მარტს და დასრულდება 15 დეკემბერს. 15 ივლისიდან 15 აგვისტომდეა არდადეგები.

პრაქტიკულ სამუშაოში და პროექტებში მონაწილეობისას მოსწავლეები მიიღებენ მცირე გასამრჯელოსაც.
ფასიანი ერთ თვიანი, მოკლე, სამებაღეო კურსი ათი მონაწილისთვის იწყება ასევე 15 მარტს. ვიმუშავებთ 12 00 -იდან 15 00 სთ-მდე. სამუშაო დღეები, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი. ერთ თვიანი კურსის ღირებულებაა 1150 ლ. (ფასიან კურსზე ასაკი არაა შეზღუდული.)

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუკ გვერდზე, დასარეგისტრირებლად გამოგიგზავნით ფორმას შესავსებად.

მებაღეობა თეორიულად, ონლაინ არ ისწავლება, გთხოვთ მხოლოდ მათ მოგვმართოთ ვისაც საამისოდ დროის გაღება შეუძლია და დაინტერესებულია, მზადაა ფიზიკური და გონებრივი შრომისთვის.
599181634……2246703“, – წერს ზურა შევარდნაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შესაძლოა, უფასო სამედიცინო დახმარების პროგრამები ხელმისაწვდომი გახდეს - მიგრაცია კი გამკაცრდეს“ - რას მოიტანს სატურნის თევზებში გადასვლა

🔵მზე თევზებშია - ვინ არიან მომდევნო თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

🔵რა უნდა გავაკეთოთ დღეს, რომ წარმატება მოვიზიდოთ?