
აღმოსავლეთმცოდნე, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში დიდ დიღომში 16 მარტს საღამოს მომხდარ საზარელ მკვლელობას ეხმაურება.
🔵 „დამნაშავე კი არ უნდა დაისაჯოს ცოცხლად უნდა დაწვან“ - კესარია აბრამიძე
როგორც ყორშია „ფეისბუკზე“ წერს, საქართველოში სელექციური აბორტების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში შვილები არ უყვართ და განსაკუთრებით ეს, გოგონა შვილებს ეხებათ.
„ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ ამ ქვეყანაში ბავშვები არ უყვართ.
განსაკუთრებით კი – გოგო ბავშვები.
ამას აჩვენებს სელექციური აბორტის სტატისტიკაც: 1990 წლიდან 2015 წლამდე 30 ათასი გოგო ვერ გაჩნდა შერჩევითი აბორტის გამო.
12 წლის გოგონა ბაწრით რომ მოგუდა ვიღაც მანიაკმა წუხელ დიღომში, შეუძლებელია ეს რაიმე სახით მაინც ჩვენს კულტურულ პრიმიტივიზმთან არ იყოს კავშირში – ქართველი ახმახი ბიჭის გაჩენას თოფის გასროლით, ხოლო გოგოსას – სევდანარევი “როგორ გამიხარდა”-თი რომ ხვდება“,- წერს ყორშია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი 16 მარტის საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გოგონა საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.
ასევე დაგაინტერესებთ: